• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს თანამედროვე ბოლშევიკები ვერ მიმხვდარან, რომ შვილი არ აგებს მამაზე პასუხს“ – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:38 06-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი წელიწადია არ ეშვება “იმედი” და სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ელენე ხოშტარიას ნათესავების (არა მხოლოდ მშობლების, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ) მიერ რუსეთიდან მემკვიდრეობით, საავტორო უფლებებიდან მიღებული თანხების თემას. რამდენსაც გაივლიან და გამოივლიან საპარლამენტო კორიდორებში, იმდენჯერ მე მომადგებიან ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ ფინანსებს ეხება:)). მერე ამოჭრიან რაღაც ფრაზას და ატრიალებენ დამახინჯებულად. დღესაც დამსდევენ კომენტარზე.
მოკლედ ვიტყვი კიდე ერთხელ ჩემს პოზიციას:
-ოჯახის მიერ წინაპრის შრომის შედეგის მიღება გამართლებულია სამართლებრივად, ფინანსურად და მორალურად.
-რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიდგას მისი სპექტაკლები, შედეგი იქნებოდა იგივე, რადგან ეს საერთაშორისო ვალდებულებაა.
-მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა ისეთივე შრომის შედეგს იძლევა, როგორც ღვინის, ციტრუსების ან ტურისტული მომსახურების რუსეთის ბაზარზე გაყიდა. ჰონორარზე უარის თქმა რუსეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ (რომელიც უკრაინაში ადამიანებს ხოცავს), იგივეა, რომ უარი თქვა გაყიდული ღვინიდან შემოსავლის მიღებაზე.
-ეს ხელისუფლება ქადაგებს ბოლშევიკურ მორალს, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა იმის გამო, რომ შვილმა პასუხი უნდა აგოს მამის გამო ან პრიქით, უდანაშაულო ცოლმა პასუხი უნდა აგოს დამნაშავე ქმრის გამო და ასე შემდეგ. ხელისუფლების მომხრეები ლამის ცხარე ცრემლებს აღვარღვარებდნენ ერთი თვის წინ გამართულ ლანა ღოღობერიძის ავტობიოგრაფიული ფილმის ჩენებისას. ქალბატონი ლანას დედა ციმბირში ათი წლით გადაასახლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი მოჰყვა რეპრესიებში.
ეს ისტორია მოვიხმე როგორც ანტიჰუმანური და უსამართლო მიდგომის მაგალითი და არაფრით ეხება ელენე ხოშტარიას ოჯახს, რადგან ყველანაირად მართლები არიან. მართლები რომც არ იყვნენ, ეს თანამედროვე ბოლშევიკები ვერ მიმხვდარან, რომ შვილი არ აგებს მამაზე პასუხს. საქართველოს კანონმდებლობითაც ოჯახის წევრებისგან ცალკე მცხოვრები ზრდასრული შვილი ფინანსურად ( საგადასახადო კუთხით) არის დამოუკიდებელი პირი და არ არის არავითარ კავშირში ოჯახის სხვა წევრებთან.
და ბოლოს, ამ თემას წელიწადზე მეტია ღეჭავს ტვ. იმედი, რომელიც არის გაკოტრებული ტელეკომპანია, რომელსაც მთავრობამ აპატია 25 მილიონი ლარი, რომლის შემოსავლები არის წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ხარჯები კი 100 მილიონ ლარზე მეტი და ამ სხვაობას, 70 მილიონ ლარს ვიღაცა უფარავს.
ამ ტელეკომპანიის მეპატრონე ახლახან ლონდონში გაასამართლეს ფინანური თაღლითობისათვის არასატელევიზიო საქმეზე. ამაზე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა უნდა აგონ პასუხი? მიხვდით “იმედში” ამ მაგალითით მაინც, ხომ??“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved