რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ და ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას შეეცდებიან. რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერციამ წყვილს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება უკვე მისცა. რუსმა მოციგურავეებმა ახლა მოქალაქეობის მისაღებად პროცედურები უნდა დაიწყონ.
რუსული მედია წერს, რომ თხოვნა საქართველოს სახელით ასპარეზობის შესახებ სპორტსმენებმა თბილისიდან მიიღეს. ამ თემაზე განმარტებებს ჯერ არ აკეთებს საქართველოს ფიგურული სრიალის ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ.














კომენტარები