• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაფერი, რის გამოც გადავდექი, გამართლდა – „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა” – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
11:56 05-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,789

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სპეციალურ წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გადადგომისა და პარტიის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მიიღო, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთა.

მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნება” ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებებს აუფასურებს.

“დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ “ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – აღნიშნულია გიორგის გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved