• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოკლულის დედას შვილის „ფეისბუქით“ მისწერეს, თითქოს მონასტერში წავიდა“ – ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ალია ავტორი - ალია
10:18 05-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.

ადგილობრივები “კურიერი P.S.”-ს უდასტურებენ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასევე რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმას – გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს. დადგინდა, რომ მოკლულს ბოლო კონტაქტი სწორედ მათთან ჰქონდა. მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს.

“რუსთავი 2-მა” ექსკლუზიურად გადაიღო შემზარავი მკვლელობის ადგილი. აქ ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ადვილად შესამჩნევია. სამართალდამცველებმა სახლიდან არაერთი მტკიცებულება ამოიღეს. დადგინდა ისიც, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სიძე-ცოლისძმამ დანაშაულის სამხილები სახლის ეზოშივე გაანადგურეს. მეზობლები ყვებიან, რომ დანაშაულის შემდეგ ამ სახლის მეპატრონე, გიორგი სუხიაშვილი, რუსთავიდან ველისციხეში ხშირად ჩადიოდა, თუმცა მხოლოდ ღამის საათებში.

მკვლელობის შემდეგ გიორგი სუხიაშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა გვამი ნაჭერში გაახვიეს, ავტომობილის საბარგულში ჩადეს და დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, ვენახების მიმართულებით წავიდნენ. მათ მოკლული მამაკაცის ცხედარი სარწყავ არხთან მდებარე ჭაში ჩააგდეს და ზევიდან დიდი რაოდენობით ქვები დააყარეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო

08:00 06-01-2026
რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved