• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეგ თევზი ჩვეულებრივი არ გეგონოს, ჩათვალე ოქროსია და სურვილებს ასრულებსო…“ – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კეკელიძე?

ალია ავტორი - ალია
10:54 05-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

ეს თევზი ციხეში მაჩუქეს. ერთმა პატიმარმა. წლების წინ. თვითონ გააკეთა. წიგნები მივიტანეთ იქაურ ბიბლიოთეკაში და მაშინ. როცა მაჩუქა, მითხრა; ეგ თევზი ჩვეულებრივი არ გეგონოს, ჩათვალე ოქროსია და სურვილებს ასრულებსო – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე და ნაჩუქარი თევზის ფოტოს აქვეყნებს.

„გარეგნულად რაციონალური კაცი უფრო მეთქმის, მისტიკური ამბების ძნელად მორწმუნე, შესაბამისად – ზრდილობიანი ღიმილით ვუპასუხე და სახლში მოსვლისას უჯრაში მივუჩინე ბინა. მერე, დუშეთში რომ გადავბარგდი, ეგ უჯრა დიდ ფუთად იქცა და სათავსოში მიიძინა. აპრილის შუაში, სრულიად შემთხვევით, სხვა პატიმარი შემხვდა და მითხრა, ის კაცი, მაშინ ხის თევზი რომ გაჩუქა, გარდაიცვალაო. ერთი წლის წინო. ერთი წლის წინ მეც კინაღამ გარდავიცვალე და რა გასაკვირია, რომ ამ ამბავს ვერავისგან გავიგებდი. თუმცა მაინც შემრცხვა და შემრცხვა ამ თევზის გამოც.

წინ დიდი საქმეები მეგოლებოდა, რაღაც გიჟური და გრანდიოზული ჩანაფიქრი – ჩემი სუიციდის მცდელობის თვე მინდოდა გარდამტეხად მექცია ამ ამბის წლისთავზე იმ საქმეებში, რისთვის ხელი მომიკიდია. ვიფიქრე, მოდი, დავიხმარ ამ თევზს. ეგებ, ვინ იცის და სასწაულიც არსებობს. წავედი დუშეთში, ამოვიღე დამტვერილი ფუთიდან, ჩავიდე ჯიბეში და მას მერე თან დავატარებ. პირველ მოლაპარაკებაზე რომ მივდიოდი, შევხედე თევზს და ვუთხარი: ,,უნდა დამეხმარო!”. თევზს ხმა არ ამოუღია. დუმდა. ,,სასწაული არ არსებობს!” – გავიფიქრე მე და წავედი. ეგრე მოხდა რომ ყველა მოლაპარაკება დიდი წარმატებით დასრულდა – პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზების რეაბილიტიაცია, ციფრული ფოტომატიანე, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები, სკვერის ბიბლიოთეკები, ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ, ახალგაზრდული სივრცე ბიბლიოთეკაში, ქართული დამწერლობის მუზეუმი, უზნაძის სახელობის მენტალური კაბინეტი, ციხეებში ახალი ბიბლიოთეკების მოწყობა, ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღი, მთის ბიბლიოთეკები – ყველა მათგანს მოვუძებნო ფინანსური პატრონი – უმსხვილესი ბიზნესები ჩაერთვნენ ამ დიდი გზის გაკვალვაში და ცოდნის გავრცელების მიმართულებით დადასტურებულად მთავარ მოთამაშედ ვიქეცით.

მაშინ დავხედე თევზს და ვუთხარი: ,,თუ შენ გააკეთე ეს, მაშინ მოდი ამ მიმართულებითაც დამეხმარე!” თევზი დუმდა. აღვადგინეთ ლეგენდარული lib.ge. ჩამოვაყალიბეთ lib-აკადემია – ონლაინ-სკოლა – ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, მთაში და ოკუპაციის გამყოფ სოფლებში მცხოვრებთათვის. ,,ნამდვილად არ ურევია შენი ხელი?” – ვკითხე თევზს და თევზის დუმდა. ,,ეჰ, სასწაული მართლა არ არსებობს”. გამოვიდა ორი წიგნი – ფეხბურთელზე და ზღაპრები, დავწერე მგონი რომ კარგი ლექსები და კრებულიც თითქმის მზადაა, განვაახლე დიდი ეპოსის თარგმანი, პროლოგი მოვუსინჯე რომანს ობსესიებზე და დღეს სახლის შესასვლელთან, ჭიშკრის ძირას დავჯექი, ჭისკარს მივეყრდენი, ამოვიღე თევზი და მკაცრად ვუთხარი: ,,აღიარე, რომ ყველაფერი შენ გააკეთე, ახლავე აღიარე!” და ისევ ამოოხვრას ვაპირებდი, როცა თევზმა მიპასუხა:
,,სასწაული არსებობს! ოღონდ ეს სასწაული ჩემგან არ არის, სასწაული ადამიანია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი – მკვდრეთით აღდგომაც კი და ყველა სასწაული მისგანაა. მე უბრალო ვარ”. – თქვა თევზმა და კვლავ დადუმდა.
ახლაც დუმს. მაგრამ უკვე ყველაფერი ვიცი.“ – წერს მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved