• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ყველა საშუალებით უშლის ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას“ – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
10:38 05-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
591

გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ყველა საშუალებით უშლის ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას, ამიტომაც ვერ გავჩუმდებით! – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დესპანი გერმანიაში, სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს.

ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს.

ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით. დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელის შეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას – იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.

ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved