• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების შესყიდვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება

ალია ავტორი - ალია
16:53 05-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენისთვის ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა, თუმცა ვინაიდან კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქციების ქვეშ მოექცა, ხელშეკრულება უქმდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„პროცედურულად ძალიან მარტივი თემაა, ხდება აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება. თქვენ იცით, რომ ეს იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 2021 წელს გამოცხადებული შესყიდვა. კონკრეტული კომპანია იყო გამარჯვებული, მან წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი. აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ, შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე – ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას ხომ არ ემუქრება დასანქცირება, მერი პასუხობს, რომ „მერია არაფერ შუაშია“.

„მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა. რაც შეეხება ახალი ვაგონების შესყიდვას, ამაზე გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ შესყიდვას ვაგონების შესაძენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved