• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი ატომურ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს

ალია ავტორი - ალია
16:51 05-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

“მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. მოსკოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დასავლეთთან დაძაბულობის მკვეთრმა მატებამ განაპირობა.
„სამხედრო-ბირთვულ სფეროში კონტრზომების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთისა და ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე საფრთხის უკიდურესად მკვეთრი ესკალაციის გათვალისწინებით“, – განაცხადეს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვი იარაღზე და მათი გამოყენების შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე კონტროლს შეინარჩუნებს.
„ბელარუსმა მიიღო Iskander-M-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია რაკეტების გამოყენება არა მხოლოდ ჩვეულებრივ, არამედ ბირთვულ აღჭურვილობაშიც. სამხედროებმა შესაბამისი მომზადება უკვე გაიარეს“, – განაცხადა შოიგუმ.
ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ პირველად მარტში განაცხადა – პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, თუ ეს საჭირო იქნება თავისი ქვეყნის “ტერიტორიული მთლიანობის” დასაცავად.
ნატოს განცხადებით კი, ის ვერ ხედავს საკუთარი ბირთვული პოზიციის კორექტირების საჭიროებას, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინის ბირთვული რიტორიკა “საშიში და უპასუხისმგებლოა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

13:06 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved