• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიეტუვის გენპროკურატურამ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების გამოძიება კონტროლზე აიყვანა

ალია ავტორი - ალია
12:56 05-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
985

ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ დიდ დიღომში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამოძიება კონტროლზე აიყვანა და თბილისიდან ინფორმაცია გამოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Delfi.lt. წერს. როგორც გარდაცვლილი გოგონას მამა ლიეტუვურ მედიას უყვება, მისი შვილის სიკვდილიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა ისინი დღემდე პასუხების ძიებაში არიან, თუ რა მოხდა 16 მარტის ღამეს.

„40-მდე დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე“ – სამხარაულის ბიუროს დასკვნა 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე

მშობლები ლიეტუვის პროკურატურას გამოძიების დაჩქარებაში დახმარებას სთხოვენ.

„თავიდანვე, პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ჩვენთვის დაემტკიცებინათ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, ასე განუცხადეს მედიასაც, თუმცა ეს ვერსია საერთოდ არ არის დამაჯერებელი, საქართველოში ამის არავის არ სჯერა, ახლა ყველა ცდილობს, თავიანთი ბავშვების დაცვას და სურთ, ანას მკვლელის პოვნაში დაგვეხმარონ. მხოლოდ პოლიცია არ ეძებს მას და გაურკვეველია, დაიწყებს თუ არა მის ძებნას“, – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას მამა ლიეტუვურ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გამოძიების დასაწყისში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც სამხილების განადგურება გამოიწვია.

„ეს ძალიან გვთრგუნავს – გამოძიების დასაწყისში სამართალდამცველებმა ჩვენთან ყოველი შეხვედრის დროს, გვითხრეს, რომ ჩვენი გოგონა, სავარაუდოდ, სეირნობისას, „ჩიფსების“ ჭამისას დაიხრჩო. თუმცა ეს საერთოდ არ შეესაბამება იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. მე ლიეტუველი ვარ, ჩემი ცოლი ქართველია“, – აღნიშნავს გოგონას მამა და ლიეტუვურ მედიას უყვება, რომ გოგონას მრავალი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, მათ შორის, კისრის არეში.

როგორც Delfi.lt წერს, ლიეტუვის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალებით, თუმცა არ შეუმჩნევიათ, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები არასათანადოდ მუშაობენ, ან აჭიანურებენ გამოძიებას.

„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ახალგაზრდა მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე ამ შემთხვევის გამოძიების თაობაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა.

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა ეჭვი გამოთქვეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ოჯახის თხოვნით მიმართა ლიეტუვის გენერალურ პროკურორს. საქართველოსა და ლიეტუვის გენერალური პროკურორების სატელეფონო საუბრისას, ირაკლი შოთაძე დათანხმდა, რომ ლიეტუვის პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თბილისში ჩამოსულიყვნენ გამოძიებისთვის.

ახლობლების ეჭვების გასაქარწყლებლად, ლიეტუვის ოფიციალური პირები გაემგზავრნენ საქართველოში, სადაც საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ნებართვით გაეცნენ (თარჯიმნების დახმარებით) დოკუმენტის მასალებს. წარდგენილი სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების განხილვისას არ გამოვლენილა წინასწარი გამოძიების არასათანადო ჩატარების ან შესაძლო გაჭიანურების ნიშნები“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved