• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

ალია ავტორი - ალია
14:32 05-23-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით,თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორი სოფესტივალი გაიმართება.

თიბისი, თავისი არსებობის მესამე ათწლეულში, განსაკუთრებულ ფოკუსს აკეთებს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათი განათლების ხელშეწყობაზე. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე 25-ედ ტარდება.  ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისე უცხოური გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები, ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. მე-6 პავილიონში სტუმრებს დახვდებათ თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათების მფლობელები, შერჩეულ გამომცემლობებთან გადახდისას, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-ს.  ხოლო ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონებში, თიბისის დახლებთან, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ მომენტალურად აიღონ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათები, ადგილზე გაააქტიურონ და ისარგებლონ შეთავაზებით.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ–ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved