• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფადი ასლისნაირ ადამიანებს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეაჩვიონ საქართველოს არსებობას დაკარგული ტერიტორიების გარეშეც“ – თამთა მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:16 05-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

„ხალხის ძალის“ წევრის თამთა მეგრელიშვილის თქმით, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ფადი ასლისნაირი ტიპები არავინ არ არიან და ქართული საზოგადოების უმრავლესობა არჩევანს აკეთებს მშვიდობაზე.

„ფადი ასლისნაირ ადამიანებს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების აზრზე გავლენა იქონიონ და შეაჩვიონ იმას, რომ დაკარგული ტერიტორიების გარეშეც მისაღები იყოს საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს არსებობა, რომ დაკარგული ტერიტორიების გარეშეც მისაღები იყოს და გარანტიაც იყოს, რომ ევროპულ ოჯახში შეხვალ. არა, ბატონო! ნურას უკაცრავად!

ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღუდგენლობის ხარჯზე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ გავხდებით ჩვენი იდენტობით, თვითმყოფადობით, ტრადიციებით, კულტურითა და რწმენით. ჩვენ ამ ფორმით გვჭირდება ევროპული ოჯახი და ევროპულ ოჯახსაც, წესით, ამ ფორმით უნდა ვჭირდებოდეთ, როგორც პატარა, ისტორიული ღირსებით სავსე სახელმწიფო. ამაყი ვარ, როცა ჩვენი პრემიერი გამოდის სიტყვით და ხაზგასმით ამბობს, რომ ისტორიული ღირსება გვაქვს და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს წარმოუდგენიათ და როგორც ეოცნებებათ ზოგიერთებს, ყოფილ სახალხო დამცველს და მის მოადგილეს.

საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ფადი ასლი არავინ არ არის. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ფადი ასლისნაირი ტიპები არავინ არ არიან. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მთავარია ქართველი ხალხი და ამომრჩეველი, უმრავლესობა, რომელიც ყოველ ჯერზე სწორ არჩევანს აკეთებს. ეს არჩევანი არის – „ქართული ოცნება“, მშვიდობა და „არა ომს“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved