• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აღა მაჰმად ხანს რომ შვილი ჰყოლოდა, კრწანისის შემდეგ კვეტარას ციხეში ხომ არ ავაბრძანებდით დროის გასატარებლად ???!!!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:27 05-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
740

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქეთა ერთ ნაწილს (შეიძლება ძალიან მცირე შემადგენლობას), მიგვაჩნია, რომ თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ოცწლიანი გამოცდილების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი საქართველოში დროის სატარებლად, გასართობად, სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით არ უნდა შემოდიოდეს.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს წინასწარ ექნებოდათ ცნობა მისი საქართველოში შემოსვლის შესახებ.

გვგონია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ქ-ნი ვინოკუროვას საქართველოში შემოსვლის თავიდან ასაცილებლად.

დამამცირებელია, როდესაც საქართველოს უბედურების ერთ-ერთი შემოქმედის ოჯახის წევრი მამამისის დიდი გარჯის შედეგად დაპყრობილ და გაუბედურებულ ქვეყანაში დასასვენებლად ჩამოდის.

პუტინის შვილები რომ ჩამოვიდნენ დიხაშხოს გეიზერებში საბანაოდ, ნორმალური იქნება?! აღა მაჰმად ხანს რომ შვილი ჰყოლოდა, კრწანისის შემდეგ კვეტარას ციხეში ხომ არ ავაბრძანებდით დროის გასატარებლად ???!!!

ჩვენ გვაინტერესებს ზუსტი პასუხი კითხვაზე – იყო თუ არა საქართველოში ლავროვის შვილი და რატომ არ იზრუნეს სახელმწიფო სტრუქტურებმა მისი ვიზიტის თავიდან აცილებაზე…

ორი მარტივი კითხვაა და ორი მარტივი პასუხი გვჭირდება !

კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად გვეუბნებიან:

? ლავროვის დეიდაშვილის ბიძაშვილის სიძის ქორწილის ჩაშლა გინდოდათო.

ჯერ ერთი, ვიღაც კაცის ქორწილი მთელ ქვეყანას ფეხზე ჰკიდია, ჩვენ გვაინტერესებს ამ ქვეყნის ამომდგების შვილი, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს აკრძალული კუდის მოქნევა, კახეთში რატომ ნებივრობს… მეორეც, ტყე-ღრეში მოხეტიალე ლევან ბეჟაშვილები არ ვართ ყველანი და ერთ კალათში ნუ გვყრით.

? ლავროვის შორეული ნათესავი ისრაელის მოქალაქეა და “ქავერზე” უკრაინის სოლიდარობის ფოტო აქვს ატვირთულიო.

ჩვენ გვაინტერესებს სანქცირებული პირის საქართველოში ვიზიტის ამბავი და არა შორეული ნათესავის ფეისბუკ-დიზაინი.

? მამის დანაშაულის გამო, შვილი არ უნდა დაისაჯოსო.

გვესმის, გასაგებია. უბრალოდ, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა შვილი, რომელიც დამნაშავე მამის წყალობით უმდიდრესად ცხოვრობს, პრივილეგიებით სარგებლობს, ჩიტის რძე არ აკლია.

სოციალური პასუხისმგებლობა არ მოეთხოვებათ ოჯახის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც სხვების ტანჯვით მოპოვებულ უპირატესობებზე უარს იტყვიან.

ყველაფერი კანონებით არ იზომება, ადმინისტრაციული კოდექსის დაზუთხვით დაჩლუნგებულო იურისტებო.

? ელენე ხოშტარია ფარისეველი და დაბალი დონის პოლიტიკოსიაო, დათო ტურაშვილს კოგნიტური დისონანსი აქვსო, მიშა მშვილდაძე ნაძირალა და გიგა მაქარაშვილი ნამდვილი სირინოზიაო.

ვიცით! მერე ეს არის პასუხი ზემოთ დასმულ ორ მარტივ კითხვაზე ???

? პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ლავროვზე თქვა, რომ უჭკვიანესი კაციაო და მას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებიც მიჰყავს ხანდახანო.

დიახ, ლავროვი ძალიან ჭკვიანი კაცია, რიში სუნაკს მუხლებზე გადაიმტვრევს და გაბრიელიუს ლანცბერგისს ჯიბეში ჩაისვამს. დიახ, რუსეთი გარეოს უშიშროების საბჭოს წევრია! გამარჯობათ! (ისე ლავროვის თავმჯდომარეობით მიმდინარე სხდომები გნიასით და ხმაურით მიდის). ამიტომ საქართველო მისი სანქცირებული შვილის გასართობ არენად უნდა იქცეს?

—

მოკლედ რომ გითხრათ – ჩვენ გვინდა, საქართველოს ხელისუფლება იქცეოდეს ღირსეულად!

უღირსი საქციელია, როდესაც საკუთარი შეცდომების გადაფარავს სხვებისკენ თითის გაშვერით ცდილობ.

უღირსი საქციელია, როდესაც ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელს” იყენებ საკუთარი უწმინდურობის გასასუფთავებლად.

უღირსი საქციელია, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტს პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე ვერ აკრიტიკებ.

უღირსი საქციელია, როდესაც ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შემდეგ ყურადღებას ამახვილებ გადაწყვეტილების ჰუმანიტარულ მხარეზე. თუ ობიექტური მიზეზების გამო პოლიტიკურ მხარეზე ვერაფერს ამბობ, ჰუმანიტარულზეც გაჩუმდი.

ბ-ნმა გია ვოლსკიმ ხომ თქვა, ცუდია ლავროვის შვილი რომ ჩამოვიდაო. თქვა! ვეთანხმები! უბრალოდ, ამ “ცუდზე” ვინ აგებს პასუხს? ეს “ცუდი” რომ არ მომხდარიყო, რა გაკეთდა ???

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved