• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:42 05-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ, მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს სჯობს,“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რადგან ის თავიდან ბოლომდე აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.
მისივე თქმით, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავად აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას და ზოგადად ადამიანის ქორწილის ჩაშლა, საქართველოში ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა.

„მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას- ესაა რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლებას ხალხის სახელით ისაუბროს მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს. მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ასევე, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. პირდაპირ ბანერი უდევს, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო ერთი რამ, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც კონკრეტული დანაშაული აქვს რაიმეში ჩადენილი და არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე თქვენ იცით, რომ სტუმარ-მასპინძელი ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეს საქართველოსაც ეხებოდა. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved