• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? – პაატა მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
13:14 05-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ვალერი კვარაცხელიას და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომლებიც „პრიმაკოვის ფონდს“ წარმოადგენენ, ზარ ზეიმით დახვდნენ, კობახიძეს გაუხარდა, ძალიან კმაყოფილი იყო, ეტყობა, გაფრენას აპირებს თვითონაც – რაც შეეხება ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილს, ზარ ზეიმს, ტაშ-ფანდურს, ელარჯების წელვის მეორე სერიას, ეს ძალიან სამარცხვინოა , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმითვე, დღეს საზოგადოების ნაწილი „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობია“.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა – ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო – ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო… ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს – გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

არხის ინფორმაციით, ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.

Kvareli Lake Resort-მა და Akhasheni Wine Resort & Spa-მ, გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved