• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კეზერა რომ შუაზე გაიხეს, ეგ ბიძინა ვერ გახდება” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:50 05-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
524

მეგობრებო, ცვლილებას სჭირდება ხალხი და პარტიები.
სანამ ხალხი პარტიებს მხარს არ უჭერს – გინდათ ალყა დაარტყით, და გინდათ სერენადები უმღერეთ, სტატუს კვო დარჩება. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, “ტაბულას მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებულ არჩევნებში, გაყალბებული შედეგითაც კი, ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ:
(ბარიერი 7 პროცენტი იყო თან)
ნაციონალურმა მოძრაობამ
ლეიბორისტულმა პარტიამ
ჟვანიამ
ახლებმა
ამ ოთხმა პარტიამ აიღო დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე სამთავრობო ალიანსმა (მოქკავშირი-აღორძინება).
ეგ იყო ცვლილებების არჩევნები. ეგ გაყალბდა და ამას მოყვა რევოლუცია.
დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს მხოლოდ 1 ოპო პარტია.
ეს სანამ არ შეიცვლება, არაფერი მოხდება.
არარაობების დაჯამებით, ეს არ შეიცვლება.

ბიძინას მსგავსი ფიგურა არ არსებობს ოპო სპექტრში, კეზერა რომ შუაზე გაიხეს, ეგ ბიძინა ვერ გახდება (“მისნაირობაში ვერ მოუგებს”) – სულ ყველას რომ ატენოს ის თავისი ფული.
ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი შანსი მრავალპარტიული, დემოკრატიული ცვლილებაა.
დემოკრატიული ცვლილება ვერ მოხდება ხალხის გარეშე.
მრავალპარტიული ვერ იქნება პარტიების გარეშე.

ბოლო კვლევით ამომრჩევლის მხოლოდ 13 პროცენტი ამბობს რომ მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც წარმოადგენს. სრული აპათიაა პოლიტიკური პარტიების მიმართ –
დამსახურებულად, ხალხის ნაცვლად ბელადებთან და ფულის ტომრებთან ანგარიშვალდებულებამ ასე იცის.
ხალხი არ წამოგყვება ბრძოლაში, თუ არ გენდობა.
ხელისუფლების მოთოკვა შეიძლება სცადოს და გამოუვიდეს კიდევ, მაგრამ ცვლილებებზე არ წამოგყვება, და არც მოგყვება.
ეს არის უმარტივესი კონსტრუქცია.

და იმდენად რეგვენია ელიტა რომ ამის გაგება უჭირს და პარლამენტისთვის ალყა უნდა დაგვერტყა მაშინო – სინანულის ახალ მიზეზს პოულობს.
“ინტელიგენტობით საქმე არ გამოდის” – აბაკუნებენ ფეხებს ნერდები.
ასეთი უძალობა და საცოდაობა იშვიათად მინახავს.

მეგობრებო, ცვლილებას სჭირდება ხალხი და პარტიები.
სანამ ხალხი პარტიებს მხარს არ უჭერს – გინდათ ალყა დაარტყით, და გინდათ სერენადები უმღერეთ, სტატუს კვო დარჩება.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved