• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“- სთან აქტიურად ითანამშრომლებს

ალია ავტორი - ალია
16:48 05-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის – „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები
განიხილეს.

„Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის „Aqualia“-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. „Aqualia“ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„Aqualia“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. „Aqualia“ 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის  საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ „Aqualia“ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში – მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს 17 ქვეყნის 30 მლნ-მდე მომხმარებელს.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved