• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვარამია ლევან რატიანის “უხეში შეცდომების” სიას აქვეყნებს – “ეთერს ისევ დავუთმობ”

ალია ავტორი - ალია
02:16 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80
ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც გუშინ საღამოს ექიმ ლევან რატიანთან ინტერვიუ ჩაწერა, სოციალურ ქსელში, წერს: 

“მეგობრებო, მე არც ვირუსოლოგი ვარ, არც ექიმი და არც ბიოლოგი. ლევან რატიანთან ინტერვიუში დავსვი ყველა შეკითხვა, რაც მაინტერესბდა მეც და, ვიმედოვნებ, საზოგადოებასაც. მგონია, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ბევრი რამ ახალი გავიგეთ კორონა ვირუსზეც და ბატონ რატიანზეც.

ლევან რატიანმა შეცდომები დაუშვაო, მწერენ. რამდენიმეს მეც მივხვდი და ჩავეკითხე, მაგრამ ეთერში ლიკბეზით ვერც და არც დავკავდებოდი მედიცინის პროფესორის მედიცინაში-ბიოლოგიაში გასანათლებლად. ბევრი საკითხი ჩემი ცოდნის მიღმა იყო და მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ დავადგენ, შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა.

ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოება უფრო მყარად და მკაფიოდ პოზიციონირებს ჩემი რესპოდენტის და ინტერვიუს თემის მიმართაც. რა მიმართულებით წავიდა ეს პოზიციონირება, ჩემი “ბრალი” და არც ამოცანა არ ყოფილა/არის.

აქვე ვაქვეყნებ ჩემთვის მოწერილ მითითებებს, რესპოდენტის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე. ჩემი აზრით, ყურადსაღებია და თუ ბატონი Levani Ratiani ჩათვლის საჭიროდ პასუხის გაცემას, ეთერს ისევ დავუთმობ. ისე, რატიანის არაანონიმურ კრიტიკამდე ჩვენი ექიმები ჯერ ვერ მივიდნენ, გულში აგინებენ და მე მწერენ, პასუხი როგორ ვერ გავეცი…

? ვირუსებს არაერთხელ უწოდა “უჯრედები”. ეს ისეთი უხეში შეცდომაა ბიომედიცინაში, მაგალითად, ასტრონომიაში პლანეტებს ვარსკვლავები რომ ვუწოდოთ. ვირუსი არაუჯრედული (სუბუჯრედული) წარმონაქმნია და ნებისმიერ უჯრედზე გაცილებით პატარა და მარტივია. უჯრედი ცოცხალია, ვირუსი – არაცოცხალი (რამდენადაც საკვირველი არ უნდა გეჩვენოს). ვირუსი უჯრედის “შიგნით” მრავლდება.

? ეოზინოპენია ლიმფოპენიასთან პარალელურად უკვე თებერვლიდან არის ცნობილი და ის არანაირად არ წარმოადგენს “ქართულ” ფენომენს. თებერვალში ამაზე უკვე გამოქვეყნებული ქონდათ არაერთი სტატია ჩინელებს.

? კორონავირუსს მაღალი მუტაციის უნარი არ გააჩნია და სრულიად არარელევანტური იყო მუტაციის დასახელება სამკურნალო პრეპარატის არქონის მიზეზად. ესეც ძალიან უხეში შეცდომაა.

? გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მაღალი მუტაციით ხასიათდება, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული ღორის გრიპის ვირუსის უფრო ნაკლებად მუტირებად ვირუსად დასახელება.

? ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე ძალიან ბევრი კრიტიკაა და ისევ ამ კომბინაციის წარმოჩენა როგორც წამყვანი მკურნალობა, არ არის სწორი.

? კორონავირუსი რნმ ვირუსია და არა დნმ ვირუსი (თქვენს საუბარში გაჟღერდა, რომ დნმ ვირუსიაო).

? PCR ტესტებზე სრული აბრაკადაბრა იყო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved