საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნის შექმნაზე, თებერვლის თვეში დააანონსა. მას წერის პროცესში კონსულტაციას, ხვიჩას მშობლები, ბადრი კვარაცხელია და მაკა ლუკავა უწევდნენ.
„ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – თითქოს ბიოგრაფიული ტექსტია და თან არც არის ბიოგრაფიული. ფეხბურთელს კარიერის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი წინ აქვს, შესაბამისად წიგნი უფრო პორტრეტია – ხვიჩასი, მისი ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე – მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება”, – წერს გამომცემლობა „არტანუჯი“.
კომენტარები