• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კანონმორჩილი იარაღის მოყვარულები: “ჩვენ გვზღუდავენ, მოკრიმინალო ტიპებს პოლიციაში იღებენ, და იარაღს ურიგებენ”

ალია ავტორი - ალია
00:17 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

კანონმორჩილი იარაღის მოყვარულები, რომლებიც სისტემატურად იღრმავებენ ცოდნას, აწყობენ სასროლეთს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, სოციალური ქსელით ეხმიანებიან ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ტრაგედიას და მოჰყავთ არასრული სტატისტიკა, სადაც იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გამოწვეული ლეტალური შედეგებია აღწერილი:


• წინა ხელისუფლების სპორტის მინისტრის, (რომელიც დარგობრივი სამინისტროა და პირდაპირ ეხება სასროლოსნო სპორტების განვითარება, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ა.შ.) ლადო ვარძელაშვილის სახლში, ერთმა მეგობარმა მეორე მეგობარი შემთხვევითი გასროლით მოკლა.

• 2018 წლის მაისში, წერეთელზე, ჩვემი სახლის თავზე, პოლიციელმა მოკლა მისი საყვარლის ყოფილი ქმარი ეჭვიანობის გამო და საყვარელი სასიკვდილოდ დაჭრა, ეს ყველაფერი 2 პატრულის თანამშრომლის თანდასწრებით მოხდა რომელიც დაზარალებულ ქალს ყავდა გამოძახებული.

• ლისის ტბის უკან, უსაფრთხო ადგილას, სადაც ვისროდით ხოლმე, პოლიციელმა მწყემსს ძროხა მოუკლა მხოლოდ იმიტომ, რომ აინტერესებდა რას უზავდა „AKშ“ -ის ტყვია ძროხას. წელსაც მოხდა დაახლოებთ იგივე ამბავი, მგონი ნაღმტყორცნი ესროლეს და დაჭრეს პირუტყვი. ამ ამბების შემდეგ იქ სროლა თითქმის შეუძლებელი გახდა.

• 1 წლის წინ პოლიციელმა ავტო საგზაო შემთხვევის მონაწილე წყვილი იარაღის (თუ სწორად მახსოვს Vძ58) მუქარითა და ჰაერში გასროლით დაჩაგრა და თავისი „სიმართლე“ „დაამტკიცა“

• 2019 წლის ოქტომბერში სამმა პოლიციელმა გაიტაცა 35 წლის კაცი, რუსთავში ქურდებს მიუყვანეს, რომლებმაც ის მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.

• 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარების პერიოდში, ახალქალაქში, მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, მიზანმიმართულად ადამიანთა ჯგუფის მიმართულებით ატეხა სროლა ხალხმრავალ ადგილას, პოლიციელების თანდაწრებით.

• 2020 წლის აღდგომას, მთვრალმა და მორწმუნე პოლიციელმა აღნიშნა აღდგომა და ისროლა საკუთარი სახლიდან იარაღი რომლის ტყვიასაც 350 მეტრის იქეთ, საკუთარ სახლში ტელევიზორთან მჯდარი ადამიანი ემსხვერპლა. თავიდან საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს და როცა გაირკვა, რომ პოლიციელის ჩადენილი იყო გადააკვალიფიცირეს გაუფრთხილებლობაზე.

• წლევანდელი გუდაურის ამბავი, სადაც კაცი ჯერ მაქსიმალურად ცდილობს გაერიდოს ხელჩართლ ჩხუბს, შემდეგ იღებს იარაღს და ისვრის ფეხების მიმართულებით, ჭიდაობისას გასროლას კი 1 თავდამსხმელი შეეწირა. ეს კაცი დღეს ციხეში ზის განზრახ მკვლელობის ბრალდებით.


• წელსვე, პიკასოს ქუჩაზე ზამთარში მომხდარი ამბავი. სახლში მარტო მყოფ ადამიანს, რომელსაც ეძინა საკუთარ ლოგინში, თავს დაესხა დანით შეიარაღებული პირი, რომელმაც დაძინებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, დაძინებულმა ბალიშის ქვემოდან აიღო იარაღი (ეტყობა ელოდებოდა თავდასხმას მაგრამ ეს სხვა ისტორიაა) და რამოდენიმე გასროლით მოკლა თავდამსხმელი. დღეს ეს კაციც განზრახ მკვლელობის გამო ზის ციხეში.

ჩვენ კიდევ, დანაზე დაგვდევენ, ლულებს გვიზომავენ, ტყვიებს გვითვლიან, რელოუდინგს გვიშლიან და ა.შ.

ჩვენ გვზღუდავენ, მოკრიმინალო ტიპებს პოლიციაში იღებენ, იარაღს ურიგებენ და მათ ჩადენილ დანაშაულს მალავენ

არადა ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ჩვენ კარგად ვიქცევით, არაფერს არ ვაშავებთ, უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტს ვზრუნავთ, არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, მხოლოდ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ვავითარებთ”, წერს “ფეისბუქზე” ქართველი იარაღის მოყვარული.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved