რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტურისტები არიან.














კომენტარები