“უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე” – ამ წუთებში პარლამენტრთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტის ადრესატი “ოცნების” ხელისუფლებაა და მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.
აქცია მაისის სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა უკრაინელები პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქართველ მებრძოლებთან ერთად თავისუფლებისთვის იღუპებიან, საქართველოს ხელისუფლების ეს ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია რუსული კურსის პირდაპირი აღიარებაა.
„მთავარი არხი“
კომენტარები