• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და წერტილი დაესვა იმ წელიწადნახევრიან ფეიკ კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენ ქვეყანას – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:32 05-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

„ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და ფეიკ კამპანიის ნაწილი“- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას. „წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს თქვენ იცით, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი ამ ფულის ხარჯვის მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის იქით შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ, ისტერიაც ვნახეთ მათ შორის, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტს კლავენ, ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ჯამში მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა და რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან და სინამდვილისგან, თუმცა, ეს მათ ვერ მიიღეს.

როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, ჩვენს შემთხვევაში მათ მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც გლობალური ომის პარტიას და ა.შ. გავლენები სტრასბურგში არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ეს ძალიან კარგია და რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან ფეიკ კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ამ ამბავში დაატეხეს ჩვენ ქვეყანას და ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას -ეს არის სამწუხარო, ეს არის ცუდი, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ზედმეტ-ნაკლებად ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved