• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უტიფარი “პოლიციელი”… შუბლის ძარღვი “მაყუთთან”ერთად წყდება თუ…” – ჩარკვიანი დეკანოიძეს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
12:23 05-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
820
დეპუტატი, პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ “თაკო ჩარკვიანი გაყვიროდა ტელევიზორში, ჩამოდი, მიშა” და წერს:
“არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა,
ეს ხატია დეკანოიძე , დღეს მერაბიშვილის მლანძღველი იმ წლებში კი მისი მაღალჩინოსანი და უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ მერაბიშვილისა, მუდამ მიშა სააკაშვილის ხმებით მოსიარულე, ნაც მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელსაც დეპუტატის მანდატი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან, დატოვება რომ გვინდოდა პარლამენტის (რადგან მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტი მანდატი ნაცმოძრაობას ჰქონდა და გადამწყვეტი ხმაც მისი იყო, ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის დატოვებას) ეს ფინანსებზე (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) ძლიერ დამოკიდებული დეკანოიძე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, სიტყვა რომ არ დაუძრავს ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა თუ დანაშაულზე, არამედ ყველაფრის “გამპრავებელი” იყო, როგორც მაღალჩინოსანი და დღეს რომ თავს იკლავს “მაშინ სისტემური დანაშაული ხდებოდა და ჩემთვის წითელი ხაზიაო”, ვახ, გაგიჟდება ადამიანი და ახლა რომ აღმოაჩინა “წითელი ხაზები “2023 წელს, კი მაგრამ, მაშინ რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა მონაწილე რომ იყო როგორც პოლიციის მაღაჩინოსანი და თავზე დიდი ქუდი ეხურა პილიციელის , ან დარბევაზე, ან რაიმე დანაშაულზე, ან, ან, ან.
ვახ ეს შუბლის ძარღვი “მაყუთთან”ერთად წყდება თუ ისედაც გაწყვეტილი აქვთ და მერე იწყებენ ფიქრს როგორ იშოვონ ფული, ახლა უკვე სხვის ბეღელში ან ბანკში, ნუ მიშა ამ ჩურჩუტებს ციხეში გამომწყვდეული და დაუძლურებული ეგულებათ და ახალი სადგომის ძებნაში არიან, ხატიაც “სადგომს ეძებს”, ახლა ვერ ვასწავლი ერთგულებას და მეგობრობას დაგვიანებულია მისთვის, მაგრამ ნაცრის შეყრა თვალებში უკვე მეტისმეტია.
2 წლის წინ მიშას გამო აქცია რომ დავგეგმეთ ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი მელიასთან ერთად დეკანოიძე რომ გაჰკიოდა : არ მიხვიდეთ რუსთაველზე ჩვენი პარტიის აქცია არ არისო, გეგონება ჩემთვის კეთდებოდა ის აქცია???? ჰოდა, ახლა ეს ბედავს, ეს უტიფარი “პოლიციელი” დეკანოიძე თითის გაშვერას, იმ “თითის” აწეული რომ ჰქონდა და მაღალჩინოსანი რომ იყო და შვილმკვდარ დედებს რომ უქნევდა უტიფრად.
მიშას ხმებით ფინანსებით შევარდნენ პარლამენტში და საერთოდ “შეიქმნენ” ზოგიერთები, უღალატეს მიატოვეს კაცი, ჩამოიყვანეს “მე მის მაგივრად ჩამოვიდოდიო” გახსოვთ მელიას გამოსვლა ტვ პირველზეც, მესამე პრეზიდენტის ტელეფონს არ პასუხობდა “ზოგიერთი” როცა საჭირო იყო, მარტო დატოვეს ( იხ მათი ინტერვიუდან ამონარიდი) ვინც რაიმე დავგეგმეთ -აქცია პირწმინდად ჩაგვიშალეს, რადგან მათ ხელში იყო ყველაფერი თავმჯდომარე მელიას და ფრაქციის ხელმძღვანელის დეკანოიძის, ბუნებრივია ამომრჩეველი მათ ემორჩილებოდა. თავად კი დიდ მრავალათასიან აქციებს შლიდნენ და ხალხი პიპინ-პიპინ წრეზე დაჰყავდათ სანამ ნიჰილიზმი არ დათესეს, არადა ერთადერთი გადარჩენა და რისიც ხელისუფლებას ეშინია და უკან იხევს, ხალხის პროტესტი და ბრძოლაა. ეს ფაქტია. როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა თქო ,გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე მათი ცნობილი ფრაზით დუეტში: “აქციამ აქტუალურობა დაკარგაო”… და
აი, ამის ჩამდენი, ელისაშვილთან მისული ინიციატივით და ლევან იოსელიანის უფლების დამცველად არჩევის ინიციატორი პარლამენტში და დღეს “ბანკირებთან” გარიგების დიდად მოსურნე, ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას… ჩემი ბრალია გავუფრთხილდი მაშინ, პროცესი არ დაზიანდეს–თქო და წყალი ჩავიგუბე პირში სააკაშვილის მდგომარეობის და საერთოდ პროცესის გამო. ახლა უკვე ლუსტრაცია მოხდა ამაზე უარესს ვეღარ გააკეთებენ ლუსტრაცია მოხდა და კარგია, თორემ ამ ზოგიერთი ცუღლუტი ფეიკ ოპოს წყალობით და ამ ზოგიერთ უსინდისო “ნაჩინოვნიკარზე” ხელის დაფარებით აღმოჩნდა პროცესი განადგურებული.
როგორც ჩანს ასეა ბატონებო, ბრონირებული ჯიპები, ისე ჯიპები (ამ გაგანია ბრძოლის დროს, როცა აქციების მოწყობას ბუნებრივია ფინანსი სჭირდებოდა და არ გვაქვსო წუწუნებდნენ), ციდან არ ცვივა ბრონირებული მანქანები საჩუქრად, დიდი ხელფასები ….. ჰოდა, რის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი, ალბათ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია.
არ მსურდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა ხედავთ რომ არ მოისვენეს და ვუპასუხე.
P.S
ეჰ სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს ხატია გენაცვალე, უთუოდ შეგეტყობოდა, სწორედ ეგ არაკეთილსინდისიერებაა და საჭიროების შემთხვევაში, როცა ხალხს სჭირდებოდა და ხმას არ იღებდი – სიჩუმე არის პოლიციელის მუნდირის შელახვა, ეგ მუნდირი კარადაში გეკიდოს ჯობია, თუ მაინცდამაინც სათვალე დაიტოვე იმიჯს უხდება !
და ამ დროს ,არც ქვეყანა და არც არაფერი და არავინ გახსოვთ, არადა კარზე მომდგარია ოკუპანტი !✌️სამწუხაროა!”
თეგები: თაკო ჩარკვიანიხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved