• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მურუსიძის დიმპიტაურზე რეაქციებს ვკითხულობ… მართლა რას გვანან”- თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:42 05-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,139

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,მურუსიძის დიმპიტაურზე რეაქციებს ვკითხულობ – გასაყრელები რომ არიან, ძირითადად ამაზე წერენ.

მართლაც რას გვანან. რა სამარცხვინოები არიან – პირველი თავში აზრად გაყრა მოგივა.

მაგრამ ვისაც ქართული სასამართლო რეფორმის ისტორიულ ზიგზაგებზე დაკვირვების გამოცდილება გვაქვს, ალბათ ისიც გვახსოვს, რამდენჯერ გაყარეს მოსამართლეები.

მოსამართლეები „გაყარეს“ და საკვალიფიკაციო გამოცდების და გასაუბრების შედეგად დაინიშნენ 90-იანი წლების ბოლოს.

მოსამართლეები გაყარეს ვარდების რევოლუციის შემდეგაც.

მაგრამ უღირსი და კორუმპირებული მოსამართლეების გაყრამ სასამართლოს არ უშველა. პირიქით, რიგ შემთხვევაში სასამართლოზე ზეწოლადაც კი იქნა აღქმული – მოსამართლე, რომელსაც ქრთამი გარდაუვალ აუცილებლობად ჰქონდა განმარტებული, მსხვერპლად წარმოჩინდა.

ეს ხალხი ცხადია გასაყრელია.

მაგრამ გაყრა საქმეს არ უშველის.

მართლმსაჯულების პრობლემას სისტემური პასუხი სჭირდება.

თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა სისტემურად არ გადაწყდა, მურუსიძეების გაყრა საქმეს არ უშველის, მათ ადგილას ახალი მურუსიძეები ამოვლენ.

ამასთან, თუ მართლმსაჯულება მთლიანად ხელისუფლების ხელში დარჩა, ძალიან გაუჭირდებათ სისტემის დანიშნულ მოსამართლეებს სასამართლო დამოუკიდებლობის ტრადიციის შექმნა.

ნაფიცი მსაჯულები მოსამართლეებსაც დაეხმარება დამოუკიდებლები იყვნენ, რადგან პასუხისმგებლობას რიგითი მოქალაქეები გადაინაწილებენ და სისტემის დანიშნულ მოსამართლეს გააწონასწორებენ.

ნაფიცი მსაჯულები გასაგებს გახდის მართლმსაჯულების პროცესსაც.

დღეს სამართლის ენის გაგება ჩემთვისაც კი შეუძლებელია. არ მესმის ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე რას ლაპარაკობენ სრულიად უინტერესოდ და მონოტონურად.

როდესაც ისინი იძულებულნი იქნებიან ნაფიც მსაჯულებს, რიგით მოქალაქეებს, არაიურისტებს დაუმტკიცონ თავიანთი სიმართლე, ენასაც განავითარებენ და გასაგებს გახდიან – წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯიბრებით პროცესს წააგებენ.

იმისთვის რომ მოქალაქეების ნდობა მოიპოვოს, მართლმსაჯულების ენა გასაგები უნდა გახდეს.

ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი სისტემური ნაბიჯი იმისთვის, რომ სასამართლოს გაწმენდამ შედეგი გამოიღოს და მურუსიძის ადგილას, ახალი მურუსიძე არ ამოვიდეს, რომელიც ქართულ საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის მიყენებულ ზიანს არ იკმარებს და ქართულ პოლიფონიასაც შეურაცხყოფს ყოვლად ამაზრზენი ბღავილით.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved