• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 75 000 ლარით დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
16:10 05-11-2023
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000
ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების,
ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი
ინფორმაციის მიწოდება.

სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო
ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით
მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ
ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ გამანაწილებელი ქსელის
ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის
დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული
მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ პირს, რიგ
შემთხვევებში დაზიანებული იყო კაბელების იზოლაცია და წარმოადგენდა საფრთხეს
ადამიანის სიცოცხლისთვის. ამასთან, საბავშვო მოედანთან განთავსებულ საყრდენზე
მოწყობილი აღრიცხვის კარადები არ იყო დაკეტილი და შეინიშნებოდა შემავალი და
გამავალი კაბელების იზოლაციის დაზიანებები.

სემეკმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაავალა დარღვევების სრულად გამოსწორება.
განსაზღვრულ ვადებში ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ სემეკს აცნობა
შესაბამისი სამუშაოების დასრულებისა და პრობლემის მოგვარების შესახებ, თუმცა,
სემეკის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“
არ ჰქონდა სრულად შესრულებული გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და
უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობასთან მოყვანის სამუშაოები.

სემეკის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „ენერგო პრო
ჯორჯიას“ დამატებით განესაზღვრა ვადა. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე
სემეკში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სრულად შესრულებული სამუშაოების
შესახებ.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved