• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტავ ურბანს” რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა? იმიტომ ხომ არა, რომ სუს–თან თანამშრომლობს?” – ფხალაძე TAV Georgia-ს

ალია ავტორი - ალია
14:17 05-11-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,538

თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი ფხალაძემ გუშინ დაწერა, რომ არ მოემსახურებოდა რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს, რომ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აეროპორტში აღარ იმუშავებს.

გიორგი ფხალაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია და დაწერა, რომ გიორგი ფხალაძე  “ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა და სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ “რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება”.  კომპანია არ განმარტავს, თვლის თუ არა აეროპორტის ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის პილოტს, თუ ავტოსადგომის მოლარე–ოპერატორს, კომპანიის სრულუფლებიან წევრად და მოიაზრებს თუ არა იმ გუნდის ნაწილად, რომელი გუნდიც მთლიანობაში ემსახურება აეროპორტს და იქ მისულ, თუ ჩამოსულ ადამიანებს. კომპანია წერს იმასაც, რომ გიორგი ფხალაძემ განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ 1 მაისს დაწერა.

გიორგი ფხალაძე “ტავ ჯორჯიას” პასუხობს და წერს:

“ტავ ურბანს, სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
პირველ რიგში გასაკვირია კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ?
რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში?
განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია!
დაწერილია 10 მაისს.
პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები?
არ მოვემსახურები!
კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას სადაც ვიძახი რომ მე ხომალდებს ვემსახურები.
ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც.
კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე რაზეც არავინ ადანაშაულებდა?”

 

 

თეგები: გიორგი ფხალაძერუსეთი ოკუპანტიატავ ჯორჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved