• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, განიხილონ (რუსეთის მოქალაქეებისთვის) 3 თვიანი ვიზების დაწესება“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:40 05-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

,,„დღეს მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება ვნახეთ. რას ემსახურება ეს პროვოკაცია: შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის, იმის, რაც ხდება უკრაინაში, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი გუშინდელი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციების მიმართ, ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოებისთვის და გამოწვევა ხელისუფლებისთვის, ეს გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიების შორის, თორემ საზოგადოებაში ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ნეგატიურ რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებისგან გამომდინარე…

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა წარსულ მაგალითებზე, რომ რუსეთი დათმობებზე დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც მეორე მხარეს გაურთულებს ცხოვრებას, ეს არის მათი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო დრო, არც ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა არ გვჭირდება სანამ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ეს ჟესტი არის მიუღებელი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია ნათლად გამოაჩინოს, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3 თვიანი ვიზების დაწესება, ეს არის გამომდინარე უსაფრთხოების ინტერესებიდან. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას და ქართული ენა არააუცილებელი იყოს ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოში. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს იქნება სწორი პასუხი დღევანდელზე, ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან და ვითომ რაღაც დათმობა, ჩვენ ვართ იმ მხარეს სადაც არიან ევროპელი მეგობრები და ეს არის ჩვენი ინტერესების საქმე. არ უნდა დავიწყოთ ახალი ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს“

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved