• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მეოთხე თვეა რაც ევროპაში ვარ და მე აქ “გარყვნილი ევროპა” ვერ ვნახე“ – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
14:16 05-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
820

დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:

,,მეოთხე თვეა რაც ევროპაში ვარ და მე აქ “გარყვნილი ევროპა” ვერ ვნახე.

აქ ბევრად მეტად სცემენ პატივს ტრადიციებს, ერთმანეთს, განსხვავებულ აზრს და ერთმანეთის პირად ცხოვრებას, ვიდრე საქართველოში..
აქ ურთიერთობის სტანდარტები, ეტიკეტი და კულტურა სავალდებულოს რანგშია აყვანილი – ყველა გესალმება, გამოხატავს კეთილგანწყობას.

აქ, იბიცაზე, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტს რომელიმე წმინდანის სახელი ეწოდება. მორწმუნეს და რელიგიურ ფანატიკოსს ვერ შეხვდები, თუმცა რელიგიური დღესასწაულები დასვენების დღეებად ცხადდება, იმართება ფიესტები და ყველა აღნიშნავს.

აქ ორი ტრადიციული სოციალური კლასი არსებობს – მდიდრები და ღარიბები, ანუ მესაკუთრეები (ბურჟუაზია) და პროლეტარები.

მდიდართა (მესაკუთრეები, საქმოსნები დამსაქმებლები, მაღალანაზღაურებადი პერსონალი და ა.შ.) უდიდესი წილი კონსერვატორები არიან (მათ შორის გერმანელები სჭარბობენ). ჩემი პირადი დაკვირვებით, მათთვის უმთავრესი ღირებულებებია: ოჯახი, ინდივიდუალობა (პიროვნული და ფინანსური დამოუკიდებლობა) და რეპუტაცია (ათი პუნქტი რომ დამეწერა,ნახევარი იქნებოდა “რეპუტაცია”). ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შვილების თავისუფლად აღზრდას და განათლებას. გაგიკვირდებათ და ისინი ქუჩაში კომბლებით არავის დასდევენ. ისინი არათუ სხვის ცხოვრებაში, არამედ მეზობლის ეზოშიც არ იყურებიან, რადგან ეს ცუდ ტონად ითვლება, საკუთარი კი ყოველთვის მოწესრიგებული აქვთ. იკვებებიან ჯანმრთელი საკვებით, მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, სპორტს. ღიპიანი კონსერვატორი – ნონსენსია.

ევროპელი ლიბერალი უწყინარი “კაი ტიპია”. ზოგადად, აქ, ლიბერალიზმი უფრო ცხოვრებისა და აზროვნების ფორმაა, ვიდრე იდეოლოგია (აშშ-ში “ცოტა” სხვაგვარადაა). მათი ინდივიდუალური თავისუფლება პრაქტიკულად უსაზღვროა – აკეთებენ რაც უნდათ, ეწევიან, სვამენ, მუშაობენ, მოგზაურობენ, ცხოვრობენ მოხეტიალე ცხოვრებით, თავს არ იზღუდავენ რაიმე ვალდებულებებით (ოჯახი, სახელმწიფო), აქვთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, არ განიხილავენ სხვათა ქცევას, არასოდეს იქცევიან აგრესიულად, აბსოლუტურად არ ინტერესდებიან ბიზნესით და პოლიტიკით.. ასაკოვანი ლიბერალი რთული წარმოსადგენია. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. საზოგადოებაში მათი წილი მცირეა, შესაძლოა ლიბერალური პარტიები ამიტომაც არ სარგებლობენ პოპულარობით (მიზეზთა გამო გამონაკლისს წარმოადგენს საფრანგეთი). “გეი აუცილებლად ლიბერალია” – ეს არის მითი და სისულელე.

ყველა ადგილობრივი გულის სიღრმეში მცირედით მაინც ნაციონალისტია (ამაში იტალიელებს ჰგვანან). ზოგადად ყველა ევროპელში იგრძნობა ნაციონალისტის გულისცემა, ამიტომ სრულიად საკმარისია მათ ენაზე ორიოდ სიტყვა თქვა, ან მათი ქვეყნის ისტორიის ან კულტურის შესახებ რაიმე ცოდნა გამოავლინო, რომ იმთავითვე “თავისიანად” აღგიქვამენ. აქაური ნაციონალიზმი არ არის რადიკალური და ხისტი, უფრო პირიქით, იბიცას მულტიკულტურული გარემო სწორედ ეგზოტიკური და კულტურული მრავალფეროვნებით არის მიმზიდველი.

“პროლეტართა” ძირითადი წილი აქ სამუშაოდ ჩამოსულ იაფ მუშა-ხელზე მოდის. ადგილობრივთა უმეტესობა ტიპიური სოციალისტია – არ ბრწყინავენ განათლებით, ცოტაზე მეტადაც ზარმაცები არიან, მუშაობენ დაბალ ანაზღაურებაზე. მათი ყურისთვის არცთუ მიმზიდველად ჟღერს სიტყვები “რეფორმა”, “ცვლილებები”, “იდეები”. მათზე სახელმწიფო ზრუნავს – ექიმი, მკურნალობა, სასკოლო წიგნები და ბევრი სხვა რამ სრულიად უფასოა, ასევე აქვთ ბევრი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან..
საქართველოში ყველა მილიონერი დაღვრემილი და გაბღვერილი დადის, აქ კი ნებისმიერი ღარიბი ღიმილით გესალმება, თუნდაც არ გიცნობდეს. ღიმილიანი მისალმება ერთგვარი რიტუალია, რომელიც მათში რეფლექსურად არის გამჯდარი.

კორუფცია, ქაღალდომანია, შეზღუდვები, აკრძალვები, დისკრიმინაცია, ბიუროკრატია, სეპარატისტული განწყობები და უამრავი ხარვეზი მმართველობაში აქაც არის, ესპანეთს ვერ უწოდებ იდეალურ სახელმწიფოს. თუმცა აქ ყველა თანაბარი უფლებებით და პატივისცემით სარგებლობს. აქ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, აქ ვერსად იგრძნობ აგრესიას, აქაური სიმშვიდეც კი დაგღლის ზოგჯერ..

აქ ბევრი არაფერია ისეთი, რასაც საქართველოში დავნერგავდი, ბევრ რამეს ჩვენ უკეთ მოვადგამდით თავს, ბევრად უფრო სწრაფად შეგვიძლია ეკონომიკურად განვვითარდეთ.. მაგრამ კულტურულად უსაშველოდ ჩამოვრჩებით.. არის რაღაც, რაც მინდა ჩვენთანაც ვიხილო – აქ ადამიანი ადამიანში მტერს არ ეძებს, ამიტომ თანაცხოვრობენ აქ ჰარმონიულად.. ეს რომ გვქონდეს, ალბათ აქამდეც გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა.
არადა როგორ გვჭირდება..”

თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved