შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.
ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
წყარო “პირველებს” უყვება, რომ ვასილ გოგალაძე, ვინც ვაკის პარკში უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია და დაწვა,სუს-ის ყოფილი თანამშრომელია
კომენტარები