• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნა – სასკოლო ექსკურსიების ახალი რეგულაცია

ალია ავტორი - ალია
20:27 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
402

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა, – აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტრომ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უკვე დაუგზავნა.

როგორც “ეტალონი” წერს, დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასკოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები.

“სასწავლო წლის მიწურულს გახშირდა მომართვები სასკოლო ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაზუსტების თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით სამინისტროს მიერ რეკომენდებული იყო სასკოლო ექსკურსიები 150 კმ-ის რადიუსში განხორციელებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს.

ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორიცაა: „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის თანახმად, ექსკურსია არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას და რომლის ორგანიზების/მოწყობის შესახებ გამოცემულია დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი.

„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით გაწერილია ექსკურსიის ფარგლებში
ავტოსატრანსპორტო მძღოლის ვალდებულებები, მათ შორის:

სასკოლო ექსკურსიის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:

1. ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
2. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი სმიერ ნაკრკოტიკებული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსანტრასპორტო სასუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება,

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწნიებულია ექსკურსიის ფარგლებში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ
ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.

ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.

თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი”

თეგები: ექსკურსია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved