• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„გუდვილმა“ სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა

ალია ავტორი - ალია
13:37 05-05-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,108

ჰიპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“ ფრანჩაიზით სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა.

ერევნის შესასვლელში განთავსებულ ახალ სავაჭრო ცენტრ „მულტი მეჯიქ მოლში“ „გუდვილის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ ობიექტი ერევანში წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, ქართული ტრადიციული კულინარიული კერძებით და ასევე პურ-ფუნთუშეულით.

„გარდა საკუთარი წარმოებისა, „გუდვილი“ სომხეთში მომხმარებლებს სთავაზობს ქართული პროდუქტების ნაირსახეობას, როგორიცაა, ღვინო, თაფლი, ყველი, კონსერვაცია და სხვა. სუპერმარკეტი მაქსიმალურად გაჯერებულია ქართული პროდუქციით, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი ბრენდებიც და ასევე ჩვენი იმპორტი, მაგალითად ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ იტალიურ ბრენდ Coop-თან, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ახალ სუპერმარკეტში.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტის დიზაინში მთავარი აქცენტი ქართულ ელემენტებზეა გაკეთებული. ინტერიერი გაფორმებულია თბილისის ხედებით, თაღებს კი თბილისური აივნების ორნამენტები ამშვენებს“, – განმარტავენ კომპანიაში.

სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტის გახსნას საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი დიდი დისტრიბუტორი შემოდის სომხურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი სავაჭრო ბალანსი, ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ, რომელიც უმაღლეს დონეზეა განვითარებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ინვესტიციები, ქართულ კომპანიებს მწვანე შუქი აქვთ სომხურ ბაზარზე. პირველი მერცხალი გამოჩნდა „გუდვილის“ სახით და იმედია, ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა შარვაშიძემ.

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტის და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებასაც აფართოებს.

თეგები: გახსნაგუდვილისომხეთიქართული სუპერმარკეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved