• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EU საქართველოს თავდაცვის სექტორს 30 მლნ ევროთი, მოლდოვას კი 40 მლნ ევროთი დაეხმარება

ალია ავტორი - ალია
15:58 05-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მიიღეს დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად.

გადაწყვეტილება მიღებულია ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად.

“ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათი თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის უნარის გაძლიერებაში. ეს არის მესამე დახმარების პაკეტი ორივე ქვეყნისთვის EPF-ის ფარგლებში, რაც აშკარად ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ”, – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს და დააფინანსებს საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობას, მომარაგებასა და სერვისებს, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში.

დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოJისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

მოლდოვა 40 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს მიიღებს. ის დააფინანსებს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების არალეტალურ აღჭურვილობას, მომარაგებასა და სერვისებს, მათ შორის ტექნიკურ მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საჰაერო მეთვალყურეობას, მობილურობასა და ტრანსპორტირებას, ლოჯისტიკას, მართვისა და კონტროლს, კიბერთავდაცვის აღჭურვილობას.

თეგები: ევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved