• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ნომა“ მოცვის მეურნეობას აფართოებს

ალია ავტორი - ალია
13:16 05-03-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ თიბისის დახმარებით 4 ჰამიწა მიამატა. კომპანიის დამფუძნებელი, როდამ ოქროპირიძე დაარსების ისტორიაზე და წარმატებულ ბიზნესზე გვიყვება:

„ადრინდელი ბიზნესიდან – ხილის გადამამუშავებელი საწარმოდან გამომდინარე, მოცვი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი იყო. შესაბამისად, როცა მოცვის ბაღების გაშენებას ვიწყებდით, გვქონდა წინასწარი გათვლები და ვიცოდით, რა რისკებზე მივდიოდით.

2017 წელს, თიბისის იაფი სესხის პროგრამის დახმარებით, ქობულეთში გავაშენეთ  და,შესაბამისად, აღვჭურვეთ 11 ჰა მოცვის ბაღი, სადაც 35 000 ძირი მოცვი ჩავრგეთ. მომდევნო წლებში ამას დავუმატეთ კიდევ 4 ჰა – 15 000 ძირი პოლონეთიდან ჩამოტანილი ნერგები.

მოცვი, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია, იმდენად სარისკო და პრობლემურიცაა მასთან მუშაობა. თავად სამუშაო პროცესის გარდა, რომელიც ყოველდღიურ დაკვირვებას, მოვლას, დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს, ფერმერებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ – ნაყიდი ნერგების ვარგისიანობა. ეს პრობლემა ჩვენც შეგვექმნა – პოლონეთში ვიყიდეთ კონკრეტული ჯიშის ნერგები, რომლებიც, წლების შემდეგ სხვა, გაურკვეველი ჯიშის აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ძირზე 4-5 კგ. მოსავალს ველოდით, ეს ჯიში კი ნახევარ კილოსაც არ ისხამს.

მოგვიწია მათი ამოყრა და გასულ წელს, ისევ თიბისის მხარდაჭერით, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანეთ ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი. განაშენიანების პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, შედეგიც ისეთივე გვექნება, როგორიც ჩვენი მონდომებაა.

პირველ წელს 11 ჰა ბაღიდან 10 ტონა მოსავალი ავიღეთ, მეორე წელს – 18 ტონა, შემდეგ – 25 და 30 ტონა. წელს 40 ტონაზე მეტს ველოდებით. ეს ყველაფერი – 35 000 ძირზე. ახალი, 4 ჰა-ზე გაშენებული 15 000 ძირიც რომ დაემატება, ჩვენი გათვლებით, ჯამში 170 ტონიანი ბაღი უნდაგამოვიდეს.

ამჟამად მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი – 100-ამდე ადამიანი ემატება.

ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ, თუმცა, მცირე რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით.

სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ბაღის განახლებას, სათბურების მოწყობას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved