• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პუტინს სულ უფრო და უფრო უმცირდება საგარეო პოლიტიკური მანევრების შესაძლებლობა და რაც არ უნდა იბრიქოს, რუსეთის იზოლაცია იზრდება“ – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:54 05-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

„მე მგონი ან სულ გარეკეს რუსებმა, ან სი ძინ პინის და პუტინის შეხვედრა ცუდი შედეგით დასრულდა. შორეულ აღმოსავლეთში, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს, რუსულმა ФСБ-მ ჩინეთის აგენტობის ბრალდებით დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. BBC-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ექვსი ასეთი შემთხვევა დააფიქსირა , რაც სულაც არ ნიშნავს რომ ასეთი დაპატიმრებები მეტი არ მომხდარა. რუსების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ნაბიჯები სრულიად გაუგებარი ჩანს პუტინის მიერ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადების ფონზე, თან მაშინ როცა დასავლური სანქციების გამო ეკონომიკურად მოსკოვი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება პეკინზე. ორი დღის წინ ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორად არის მოხსენებული როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი ჩინეთმა ეს გააკეთა, მას ეგრევე აუბეს მხარი ბრაზილიამ, ყაზახეთმა სომხეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც ადრე ყოველთვის ჩინეთივით თავს იკავებდნენ. (სხვათა შორის ჩინეთის კონტექსტში სომხეთის ხსენება არ უნდა გავიკვირდეს, პაშინიანის მთავრობის პირობებში ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური კავშირები ძალიან გააქტიურდა და გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ავიდა). ჰოდა, კრემლის განდეგილმა” გარეკა ბოლომდე, თუ რუსულ სპეცსამსახურებაში მომუშავე ანტიჩინურმა ძალებმა, რომლებიც ჩინეთს, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ, დაიწყეს საკუთარი თამაში, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ პუტინს სულ უფრო და უფრო უმცირდება საგარეო პოლიტიკური მანევრების შესაძლებლობა და რაც არ უნდა იბრიქოს, რუსეთის იზოლაცია იზრდება. პუტინს მოკავშირედ მხოლოდ სირია და ნიკარაგუა რჩება, ლუკაშენკოც კი ცდილობს ბოლო დროს მისგან დისტანცირებას. Батька-ც როდის მიატოვებს არავინ იცის.“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved