ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“რა განასხვავებს ხელისუფლების და ოპოზიციის შეტყობინებათა სისტემას?
ხელისუფლების შეტყობინებები მიზანმიმართული პროპაგანდაა, ძირითადად, ცრუ, ინტერპრეტაციული ან სიმულაციური.
ოპოზიციის შეტყობინებები კი, ძირითადად, უსახური გაცვეთილი ლოზუნგებია, რომელიც ემოციურ მოცემულობაზე ნაკლებად მოქმედებს, მითუმეტეს რაციონალურზე.
ეს სხვადასხვაობა კი ერთ-ერთი საკვანძო მიზეზია ოპოზიციის წამოწყებული ნებისმიერი ძალისხმევის უშედეგობისა.”
კომენტარები