• რეკლამა
  • კონტაქტი
06:18, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალკოჰოლური თრობისას, ცივი იარაღით ცდილობდა შალვა იაშვილის დაზიანებას – ადვოკატი ბეგიაშვილზე

ალია ავტორი - ალია
19:00 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
485

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის, შალვა იაშვილის მიმართ  აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაკავებულის ადვოკატის თქმით, კი დაზარალებული ქალი, რენატა ბეგიაშვილი თავად ცდილობდა  დაზიანებები მიეყენებინა ყოფილი მეუღლისთვის.

სასამართლოს დაზარალებული არ ესწრება. მისი მამა კი ამბობს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი უცნობია

“დღის განმავლობაში ერთად იყვნენ, იქ დაულევიათ, რენატა საკმაოდ დამთვრალა, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თუ ეგეთი რაღაც, ტუფლი ესროლა თუ ეგეთი რაღაც. 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ. რენატა ცხოვრობს ჩემთან…მაგათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, არ მინახია, არ შევსწრებივარ”  ამბობს დაზარალებულის მამა.

“დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან, ადგილ არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, პირველივე წუთებიდან შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვრი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისათვის, მათ შორის არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას. დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან” – ამბობს იაშვილის ადვოკატი. 

იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა.

პროკურატურამ მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარუდგინა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved