• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე” – ზურა შევარდნაძის უცნაური ისტორია

ალია ავტორი - ალია
01:27 04-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
627

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში უცნაურ ისტორიას აქვეყნებს:

,,ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ.
რა მილაგია, რას დავატერებ ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ.
15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171….
არ დამეზარა, დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით “ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქარათველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ…”
სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად. “ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი, ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვცინობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო…”
აზარტული ადამიანი არ ვარ მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან. “რასაკვირველია მადლიერი დაგრჩებით..”
რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილისაგან წერილს, “ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს “სინიორენჰაუსში””.
(მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)
არ დავიზარე “ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით…”
იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე.
რათქმაუნდა ვუპასუხე, მიპასუხა… საინტერესოა ცხოვრება… ვფიქრობ ეს წერილი დაბეჭდვას, გასაჯაროებას იმსახურებს..
გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე:
-ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი.. შევკარი მოკრძალებული, ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევეცდები.
დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ მასთან სტუმრობა ერთერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. “სინიორენჰაუზის” კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ, იქ უკვე ყველა მიცნობს, მელოდებიან. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან.
შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე. იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან , შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ.
ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა.
ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს. “გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე, დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისადა მიუხედავად, მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია, ასე ისურვა? ესეიგი ასეა საჭირო….”
არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად..
რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი…
რა მაგის პასუხია და ჩანთა ისეთი ხარისხისაა კიდევ ჩემი და ზიგლინდესნაირს ცხრას მოახუცებს)))
#GardeniaShevardnadze
ფოტო #ზაქრიაჭელიძე”

თეგები: ზურაბ შევარდნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved