• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თორმეტივე ტენდერი წინა მერის პერიოდშია გამოცხადებული” – რას პასუხობს დავით ტაბიძეს ივანე ბურდული

ალია ავტორი - ალია
18:44 04-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
970

“თორმეტივე ტენდერი, არის გამოცხადებული წინა მერის პერიოდში. 9 არის განხორციელებული, ხოლო 3 იქნა ჩავარდნილი და ხელახლა გამოცხადებული უკვე ჩვენ მიერ”, – ასე პასუხობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ცენტრის დირექტორის, დავით ტაბიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “განახლებული რეგიონების” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ფონდს არ ეთანამშრომლება.

“წალენჯიხაში ხორციელდება ბევრი კარგი პროექტი, საზოგადოება ამას ნათლად ხედავს. ცენტრალური ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ეს მიუღებელია და მათთვის უფრო მისაღებია ჩვენი დისკრედიტაცია, ვიდრე, ხალხზე ზრუნვის დადასტურების გარკვეული ფაქტები. რაც შეეხება ტაბატაძის განცხადებას, მინდა აღვნიშნო, რომ 12-ვე ტენდერი, არის გამოცხადებული წინა მერის პერიოდში. 9 არის განხორციელებული, ხოლო 3 იქნა ჩავარდნილი და ხელახლა გამოცხადებული უკვე ჩვენ მიერ. ანუ, მათ მიერ შერჩეული შემსრულებლები, როგორც ჩანს ვერ აღმოჩნდნენ სრულყოფილები და ვერ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად, ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ სამი მათგანისთვის შეგვეწყვიტა ხელშეკრულება და ხელახლა გამოგვეცხადებინა ტენდერები. დღეს, უკვე ორ მათგანზე დაკონტრაქტებულია და მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო დარჩენილ ერთზე, შემდეგ კვირას ახალი ტენდერი გამოცხადდება”, – განაცხადა ივანე ბურდულმა.

როგორც ჩანს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ცენტრს არ აქვს ინფორმაცია არც იმაზე, რომ ეს ტენდერები წინა ხელისუფლების პირობებში გამოცხადდა, არც იმაზე, რომ 9 უკვე განხორციელებულია, არც იმაზე, რომ 3 ჩავარდა, არც იმაზე რატომ ჩავარდა ეს 3 ტენდერი, არც იმაზე, რომ ხელახლა გამოცხადდა 3 ტენდერი, არც იმაზე, რომ ორ ტენდერზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. თუმცა, აღსანიშნავია მისი გულწრფელი აღიარება, რომ – არ იცის. არადა, ამის გადამოწმება, ძალიან მარტივია, არათუ მუნიციპალური განვითარების ცენტრისთვის, არამედ, მოქალაქისთვისაც კი. იმ შემთხვევაში, თუ დავით ტაბიძეს ექნება კომენტარი, რატომ არ ფლობს ამ ტიპის ინფორმაციებს, “ალია” მასალას გაახლებს. 

ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ცენტრის დირექტორმა განაცხადა ისიც, რომ ფონდს “განახლებული რეგიონების” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანამშრომლება. „შევეცადეთ, ყველას მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წალენჯიხა არის ის ადგილი, სადაც ჩავედით თუ დავრეკეთ, არაფერი გამოვიდა. თანამშრომლობა გვინდოდა და არ გამოგვივიდა. შემთხვევა გვქონდა, როცა მერი ადგილზე საერთოდ არ დაგვხვდა”, – აღნიშნა ტაბიძემ.

თავის მხრივ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, უფრო მეტიც, ივანე ბურდულის თქმით, ცენტრალური ხელისუფლებიდაბ წალენჯიხაში ამ დრომდე, არც ერთი მაღალჩინოსანი არ ჩამოსულა.

“დაასახელონ თარიღი და ვითარება, როდის ჩამოვიდნენ, ვის მიაკითხეს, სად მოვიდნენ, შენობაში როდის იმყოფებოდნენ და მე როდის დამირეკეს, ან გია ხარჩილავას?! არანაირი მსგავსი კომუნიკაცია არ შემდგარა, ერთი ზარიც არ განხორციელებულა და თუ აინტერესებთ, როგორ და რა ხორციელდება წალენჯიხაში, ჩამობრძანდნენ და ნახონ ადგილზე. ვაჩვენებ, დავათვალიერებინებ და აღსანიშნავია, რომ არც ერთი მაღალი ხელისუფლების წარმომადგენელი აქამდე წალენჯიხაში არ ჩამობრძანებულა”, – განმარტა ივანე ბურდულმა.

იმ შემთხვევაში, თუ დავით ტაბიძე განმარტავს, როდის იყო ჩასული წალენჯიხაში და ვინ არ შეუშვა მერიაში, ან განმარტავს, როგორ მოხდა, რომ იმდენად დაუგეგმავად და “ჩუმად” ჩავიდა წალენჯიხაში, რომ ვერავინ გაიგო – “ალია” მასალას გაახლებს.  

ვიდეოკომენტარი – გამოცემა თაიმერი

http://

თეგები: დავით ტაბიძეივანე ბურდულიწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved