• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზეუნახავი წყარო” – “მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, მზის ამოსვლისას კი ქრება” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:30 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში – მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, სადაც წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.
მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან) ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ “მზეუნახავ წყალს” ან “დღეუნახავ წყალს”) ეძახიან.
ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ ან წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა.
ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცული იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.
ბავშვების აქ განბანვას რაიმე სახის წინაპირობა არ სჭირდება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ ქალიშვილებს, რომლებიც ამ წყალს დალევენ, ბედი გაეხსნებათ. მაგრამ იმისთვის, რომ ქალიშვილებს წყაროსთან მისვლა და განბანვა შეეძლოთ, გარკვეული ცერემონიის ჩატარებაა საჭირო. მისი წინაპირობა კი ისაა, რომ ამ ქალიშვილებმა სიზმარში უნდა ნახონ წყლის ხარები ან მისი მსგავსი არსებები, რომლებიც ადგილობრივთა რწმენით, მთის ტბებში ცხოვრობენ. ისევ ამ რწმენის მიხედვით, ეს არსებები სიბნელეში გამოდიან გარეთ და ღამით კი იკარგებიან ხოლმე (მსგავსი გადმოცემები არსებობს შავშეთშიც).
ზოგადად, მითოლოგიაში წყალი განახლებისა და გაცოცხლების სიმბოლოა და მას ადამიანებსაც კი სწირავდნენ ხოლმე.
ამ უცნაური ამბის (წყარო რომ მხოლოდ ღამით მოდიოდეს და მერე იკარგებოდეს) მეცნიერული ახსნა არ არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ადგილობრივებმა მიმართეს ანუ თურქმა მეცნიერებმა ვერ ამოხსნეს). მსგავსი მოვლენა სხვაგან არც გამიგია.
ერთი რამ კი ცხადია, ეს წყალი და მისი პატივისცემა იქნებოდა წარმართობის დროსაც, ქრისტიანობის ეპოქაშიც და იგი არსებობს ახლაც, ადგილობრივ მუსლიმთა ხალხურ რწმენასა და წესებშიც, რაც ასახულია კიდეც ზემოთ მოყვანილ ამბავში და იგი ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემა აქ. უკვალოდ არაფერი იკარგება.
ვისაც უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ და თუ თურქულიც იცით, შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.dirim.com/…/Gezi%20%3A%20Kac%CC%A7karlardaki…”
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved