• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა ტენეს ეკომეგობართა ჩამონათვალს შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
17:17 04-18-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
741

ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტენეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიაში შეგროვებული ნარჩენი ტენეს დახმარებით ახალ ფუნქციას შეიძენს.

თანამშრომლობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება. ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე ტენე იზრუნებს.

მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ ტენესთან დამეგობრებით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის პროცესში. ეკოლოგიაზე ზრუნვა ის საერთო ღირებულებაა, რამაც ჩვენი კომპანიები გააერთიანა. ეს ტოიოტასთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იაპონური მწარმოებლის მიზანია, 2050 წლისთვის მის მიერ წარმოებულ ყველა მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ცხადია, ტოიოტა ცენტრი თეგეტა სრულად იზიარებს და მიჰყვება ამ დიდი პროექტის კონცეფციას. ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რაც ჩვენს მიზნებს, ვიყოთ ეკომეგობრული კომპანია, წარმატებით პასუხობს. მაგალითად, აჯამეთის აღკვეთილში, ჩვენს მომხმარებელთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი მუხის 1000 ნერგი დავრგეთ, ხშირად ვერთვებით დასუფთავების აქციებშიც. იმედი გვაქვს, ახლა ტენესთან თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვას საერთო ძალისხმევით უფრო ეფექტურად შევძლებთ”.

ტენე ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასას, უმეტესად ბოთლის თავსახურებს იყენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ, ერთი მხრივ, ნარჩენების შეგროვებით და, მეორე მხრივ, მათგან ახალი პროდუქტის დამზადებით ორმაგად სასარგებლო საქმე კეთდება. ამ პროცესს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და კომპანია უერთდება. მათ შორის არის ტოიოტა ცენტრი თეგეტა.

სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი:

“კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთან ერთად აქტიურად ერთვებიან პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში, ინტენსიურად იზრდება. ტენესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც ტოიოტა ცენტრი თეგეტაა. ჩვენს ახალ პარტნიორს უკვე იცნობენ, როგორც კომპანიას, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა არა უბრალოდ განაცხადი, არამედ საქმიანობის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გადაწყვეტილება ბევრ სხვა კომპანიას წაახალისებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაიწყონ მყარი ნარჩენის დანაწევრება და ჩაბარება”.

მწვანე ურნების განთავსება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტენეს პარტნიორობის პირველი ეტაპია. კომპანიები თანამშრომლობას სამომავლოდ სხვა ეკომეგობრულ პროექტებთან დაკავშირებითაც გეგმავენ.


ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved