• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიტიკური ვირეშმაკობაა, რასაც მელია აკეთებს” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
17:31 04-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
454
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“სხვისი “ოჯახის” საქმეში ჩარევა უმადური საქმეა. ამავდროულად, რამდენიც არ უნდა იძახოს ვინმემ – პარტია “ოჯახია”, რეალურად პარტია არის ინტერესების თანხვედრის საფუძველზე გაერთიანებული ადამიანების ერთობა.
ახლა რასაც ნიკა მელია აკეთებს ამას ჰქვია ობსტრუქცია. თავმჯდომარე, რომ იყო ვინმემ რამე დაუშალა? ინიციატივები, ოფისების გახსნა, ან სხვა რამე? გარდა ერთი კლიპისა, სადაც ახალი სახეები წარადგინა, არაფერი უკეთებია – ანუ პოლიტიკა არ უკეთებია, თორემ სხვა რა აკეთა, ეგ ჩემი საქმე არ არის.
ტრამპს თამაშობს? არ გამოვა ეგ. რაც მე ნაცმოძრაობა მყავს ნაკრიტიკები სწორედ “ჩემი ნაბადის” პრინციპის გამო და იმისთვის განსაკუთრებით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ერთი პოლიტიკური დღე რომ ვერ შექმნეს, ბევრმა დაიკვეხნოს. მიზანი ერთი იყო – ქვეყანაში უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია და ამას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია.
ახლაც, კრიტიკულები თუ ვიქნებით, ისიც კარგად ჩანს, რომ ხაბეიშვილმა საკუთარი როლიც იცის და ფუნქციაც მომავალ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამიტომ, პოლიტიკური ვირეშმაკობაა, რასაც მელია აკეთებს.
პარტია პირველ რიგში დისციპლინაა, რაც შიდა დემოკრატიულ პრინციპებს ექვემდებარება.
“არ დაგვიძახეს” რას ჰქვია? მიდი და აიტუზე კარებთან, მიიღე დავალება და აკეთე ეგ. ასე მესმის მე პარტია. ისე მელიაზე ბევრად უკეთ. თუნდაც იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობის დოქტრინა მაქვს 90-იანი წლების დასაწყისში შედგენილი და მაგ სქემას ვერ გასცდა ქართული პოლიტიკური გაერთიანებების უმეტესობა, არა და გარეთ სხვა გამოწვევებია.
მელიას ქმედება არის პირდაპირ პარტიის გახლეჩისკენ მიმართული ქმედება.
ვფიქრობ, რომ არაფერი გამოუვა შემდეგი მიზეზის გამო – პარტია დატოვა ინტელექტუალების დიდმა ჯგუფმა და ენმ არსებობს ჯერაც. მელიას და მისი მომხრეების წასვლით კი პარტია ნამდვილად არ დაიშლება. “ქართულ ოცნებასაც” არ უნდა ჰქონდეს ამის იმედი.
ჰო, იმ ეგზისტენციალურ მომენტში, რაც უდგას დღეს ენმ-ს, ასეთი ინიციატივები, მე თუ მკითხავთ, დასჯადია როგორც პარტიული, ასევე კაცური გაგებით.
საერთოდ რატომ გამოვეხმაურე? მელიასთანებს გაუყიდიათ საქმე? უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე მაინც უნდა დაიწყოს თუნდაც სწორუპოვარი, მაგრამ პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლა გნებავთ პარტიებს შიგნით და გნებავთ პარტიებს შორის.
მელიას ამ ობსტრუქციული ქმედებების გათვალისწინებით, 20 ივნისის – გავრილოვის ღამის კონკრეტული პროვოკაციულ ფაქტსაც მძიმე სუნი აუვიდა.”
შეგახსენებთ, ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში ნიკა მელიას ახალი ოფისი აქვს გახსნილი. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადავიდა
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved