გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით,
რატომღაც ჯაფარაზე და ნიკაზე ძალადობის დროს კამერები არ მუშაობდა,
რატომღაც უმნიშვნელოვანესი აქციის წინ არავის მოუხდენია კამერების მონიტორინგი,
რატომღაც 9 აპრილის ქუჩაზე ლაზარეს ეპიზოდს იღებდა კამერა, ჯაფარაზე და ნიკაზე ძალადობას – არა,
რატომღაც პროტესტანტებზე ძალადობის საქმეებზე ჩიხშია გამოძიება, ლაზარეზე – არა.
ასეთი უსამართლო ქვეყანაა.
რუსული ძალოვანი სტრუქტურით და ფაქტების რუსულად გაქრობის მექანიზმით.
მოვა დრო როცა ყველა ნამდვილი მოძალადე დაისჯება.
ჩანაწერების წაშლა არ უშველის მაგ ამბავს.”
კომენტარები