• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ხარისხიანი პასკა? – რამდენ ხანს ინარჩუნებს პასკა ვარგისიანობას?

ალია ავტორი - ალია
19:35 04-12-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,669

აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს. თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მე-19 საუკუნეში მიიღო და ეს პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად პასკა?

1. შეფუთვა
პირველი და უმნიშვნელოვანესი წესი – დააკვირდით შეფუთვას – არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ პასკა, რომელსაც არ აწერია ვინ არის პროდუქციის გამომშვები, რომელ საწარმოში და რა პირობებშია დამზადებული პროდუქტი. მაღალი ხარისხის პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის და მწარმოებლის სახელი, მწარმოებლის იურიდიული მისამართი და წარმოების მისამართი, კვებითი ღირებულება, შემადგენლობა, ინფორმაციას ალერგენებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ, წონა, თარიღი, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები. თუ ეს ყველაფერი არ არის დატანილი შეფუთვაზე, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი არ იძლევა გარანტიას პროდუქტის უსაფრთხოებაზე.


2. შემადგენლობა
ხარისხიან პასკაში არც ისე ბევრი ინგრედიენტია: ძირითადია – ფქვილი, კვერცხი, შაქარი, ცხიმი, საფუარი, ქიშმიში ან დაშაქრული ხილი, მარილი, არომატიზატორები (მაგალითად, ვანილინი), რძის პროდუქტები, მოკლედ – ცხიმი, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავეები, ნახშირწყლები, სახამებელი, ბოჭკოვანი ნივთიერებები, ცილა – თითქმის სულ ესაა, რაც საჭიროა ხარისხიანი პასკის დასამზადებლად. შესაბამისად, ერიდეთ პროდუქციას, რომლის შემადგენლობაშიც იმდენი ინგრედიენტია, დამახსოვრებაც რომ ჭირს. ოქროს წესი – არ გირჩევთ პასკას, რომელიც კვერცხის ფხვნილზეა მომზადებული.

3. როგორ უნდა გამოიყურებოდეს?
მას შემდეგ, რაც შეამოწმებთ შეფუთვასა და ეტიკეტს, უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ, როგორ გამოიყურება პასკა. პასკის ძირი უნდა მყარი, თუმცა, სხვა ნაწილებში, თითის დაჭერისას, უნდა ხდებოდეს დეფორმაცია. მთავარი წესი – თუ პასკა დამწვარია, დაუყოვნებლივ დატოვეთ, რადგან ასეთ პროდუქტებში კანცეროგენებისა და ტოქსიკური აკრილამიდის დონე იზრდება. ხარისხიანი პასკის ფორმა, როგორც წესი, წააგავს გუმბათის ფორმის ცილინდრს. ქერქში არ უნდა იყოს ბზარები: ისინი მიუთითებენ ტექნოლოგიური პროცესის დარღვევაზე ცომის მოზელის ან გამოცხობის ეტაპზე. პასკა უნდა იყოს ერთგვაროვანი.

4. ზომა და წონა
სანამ პასკას იყიდით, შეაფასეთ მისი წონისა და ზომის თანაფარდობა. თუ მცირე წონისაა, თუმცა, საკმაოდ მოზრდილია, მაშინ, სავარაუდოდ, იგი მზადდება დაჩქარებული ტექნოლოგიის გამოყენებით გამაფხვიერებლის, სტაბილიზატორებისა და სხვა გამაძლიერებლების დიდი ოდენობით. თუ სააღდგომო პასკა ზომაში პატარაა, მაგრამ წონის მიხედვით, ბევრად მეტს იწონის, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია – ასეთი პროდუქტი შეიძლება ცუდად გამომცხვარი იყოს. ზომასა და წონას შორის, თანაფარდობა უნდა იყოს დაცული.


ყოველწლიურად დაუსრულებლად განიხილება – მაინც რამდენი დღე ინახება პასკა?
ცნობილია, რომ პასკა არაა მალფუჭებადი პროდუქტი, ის იმაზე მეტ ხანს ინარჩუნებს
თავის თვისებებს, ვიდრე ჩვეულებრივი პური. როგორც წესი, პასკის დიდხანს ვარგისიანობას განაპირობებს შეფუთვისას სპეციალური მასალების და ე.წ აქტიური
წყლის ძალიან დაბალი შემცველობით გამოყენება, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ შენახვის ხანგრძლივობის, პირიქით, ხარისხიანად დამზადებული პასკა, მინიმუმ 2 თვე ინახება, ცხადია, თუ შენახვის პირობებს დავიცავთ.

და თუ მაინც, არ გაქვთ დრო, სურვილი და საშუალება შეამოწმოთ შეფუთვა, ეტიკეტი, შემადგენლობა, შეაფასოთ ზომისა და წონის თავსებადობა და ასე შეარჩიოთ სააღდგომო სუფრის მთავარი პროდუქტი, შეგიძლიათ, უბრალოდ ენდოთ იმ კომპანიას, რომელიც წლებია ზრუნავს მომხმარებლის „დასატკბობად“, კომპანიას, რომელიც 300–ზე მეტ პროდუქციას აწარმოებს წლებია და უწყვეტად ამარაგებს ბაზარს. ალბათ, ყველას გაქვთ გასინჯული „ტკბილი ქვეყნის“ პასკები და თუ არა, წელს აუცილებლად დააგემოვნეთ.

კომპანია გთავაზობთ 12 შეფუთვით პასკას, ისინი განსხვავდებიან შემადგენლობითა და ზომა–წონით. ყოველ მათგანს შენახვის ვადა აქვს 60 დღე. არც ერთი მათგანი არ შეიცავს კონსერვატებს. ტრადიციისამებრ მზადდება სუფთად და ხარისხიანად, რადგან, „ტკბილი ქვეყნის“ მთავარი მიზანია, დაამზადოს ისე, როგორც დაამზადებდა თავისი ოჯახისთვის, თავისი სააღდგომო სუფრისთვის.

დღეს მხოლოდ 8 შეფუთვას გაგაცნობთ, დარჩენილ 4–ზე კი უახლოეს მომავალში გიამბობთ, თუმცა, თუ მანამდე გული არ მოგითმენთ, შეგიძლიათ, ესტუმროთ ტკბილი ქვეყნის გვერდს და თავადვე იხილოთ:

პასკა პუდრით – 850 გრ.

პასკა პუდრით – 550 გრ.

პასკა პუდრით – 350 გრ.

პასკა შოკოლადით – 870 გრ

პასკა შოკოლადით – 370 გრ

პასკა შოკოლადით და მარციპანით – 870 გრ.

პასკა შოკოლადით და მარციპანით – 370 გრ.

პასკა ტყუპები – 2Х250 გრ

და მაინც, თქვენი აზრით, რომელია პასკის ის 4 შეფუთვა, რომელიც მოგვიანებით უნდა წარმოგიდგინოთ?

ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.

თეგები: იცხოვრე ტკბილადპასკაროგორ შევარჩიოთ პასკა?ტკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved