• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საუკეთესო იტალიური „პანეტონე“ საირმის საცხობიდან

ალია ავტორი - ალია
16:42 04-12-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,751

აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია. ამ სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი ყველაზე გემრიელი სააღდგომო პასქისა და „პანეტონეს“ აღმოჩენის პროცესია.

ბოლო წლებია, რაც „საირმის საცხობში“ ტრადიციული იტალიური „პანეტონე“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება. იტალიური რეცეპტითა და ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და საირმის უნიკალური მინერალური წყაროებითა და თაფლით შეიქმნა გამორჩეული გემო, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა.

„საირმის საცხობში“ შეფმა კახა ვაჩეიშვილმა და მისმა გუნდმა „პანეტონეს“ პირველი რეცეპტი საქართველოში ორი წლის წინათ ჩამოიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმრობდნენ იტალიას, სადაც კლასიკური „პანეტონეს“ მომზადების ტექნოლოგიის მასტერკლასი გაიარეს და კურორტ საირმეში მისი სრულიად ნატურალური რეცეპტით დაბრუნდნენ.

მხოლოდ ნატურალური ნედლეული, ბუნებრივი საფუარი, რომელიც საფუვრად არც კი მიიჩნევა, და არანაირი ქიმიური დანამატი – სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიით „პანეტონეს“ დამზადება დაახლოებით სამკვირიანი პროცესია და საირმის საცხობი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელმაც ეს უნიკალური ტექნოლოგია დაამკვიდრა.

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „პირველი რეცეპტი, რომელიც ჩამოვიტანეთ, არ იყო უსაფუვრო ცომზე დაფუძნებული. ახალი რეცეპტითა და ტექნოლოგიით კი უსაფუვრო „პანეტონეს“ კლასიკური ცომით ვამზადებთ. იდეალურად დაბალანსებული გემოსა და ფაქტურის მისაღებად საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. ორი კვირა – საფუვრის, ხოლო სამი დღე უშუალოდ ცომის დამზადებისთვისაა საჭირო. ახლა, იტალიაში ყოფნისას სწორედ ამ სამდღიან პროცესს დავეუფლე. ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ „პანეტონეს“ მძიმე ცომი ხელოვნური საფუვრის გარეშე მივიყვანოთ ჰაეროვნებამდე. ესაა ამ რეცეპტისა და ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლოც და გამოწვევაც. ადგილობრივი არომატული თაფლი და საირმის წყალი კი ტრადიციულ „პანეტონეს“ უნიკალურ გემოსა და ფაქტურას სძენს“.  

კახა ვაჩეიშვილი ამ სფეროში 2002 წლიდან მუშაობს. ფრანგ, იტალიელ და გერმანელ მცხობელებთან და ფრანგ კონდიტრებთან რამდენიმე დიდ კომპანიაში მუშაობის შემდეგ საკუთარი გეგმები კურორტ საირმის საცხობს 2018 წელს დაუკავშირა. კურორტის განსხვავებული სპეციფიკა, მრავალფეროვნება, სიახლეების მიმართ ინტერესი და სიჯანსაღის პოლიტიკა – ამ ყველაფრის გამო გახდა კურორტი საირმე გამოცდილი და წარმატებული შეფის სასურველი სამუშაო ადგილი. ტრადიციული იტალიური „პანეტონეს“ რეცეპტი კი მისი კარიერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა.

საქართველოში საირმის საცხობი პირველია, რომელიც კლასიკურ ნატურალურ „პანეტონეს“ სთავაზობს მომხმარებელს.

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „ჯანსაღი პროდუქტისა და მადის აღმძვრელი გემოების თანხვედრაში მოქცევა ძალიან რთული და შრომატევადია. როცა ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ვამზადებთ, ოთხმაგად რთულია ერთი და იმავე გემოს შენარჩუნება, რადგან ნატურალურ პროდუქტს, ქარხნულისგან განსხვავებით,  თავისთავად არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე გემო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

სამომავლოდ ვგეგმავთ შიგთავსებით მის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა გემოს დამატებას. გარდა ამისა, უკვე დიდია მოთხოვნა, რომ „საირმის საცხობი“ არსებობდეს საქართველოს დიდ ქალაქებში და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებაც იგეგმება“.

საირმის საცხობი, ნატურალური „პანეტონეს“ გარდა, მომხმარებელს დიაბეტურ და უგლუტენო პროდუქციასაც სთავაზობს. თითოეული ნაწარმი საირმის წყალზე მზადდება, რითაც კიდევ უფრო გამორჩეულ თვისებებსა და გემოს იძენს. სწორედ სიჯანსაღეა როგორც კურორტის, ისე საცხობის პრიორიტეტული მიმართულება.

თეგები: პასქასაირმის საცხობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025

ბიზნესი

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved