• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინკვიზიციის დროინდელ კარდინალს დაემსგავსა და იმდენად გათავხედდა რომ…” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
01:35 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,072

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“პატივმოყვარეობა და თავხედობა მინახავს, მაგრამ ასეთი არც გამიგია ‼️

მოქალაქე ჯაღმაიძე ტვ იმედის პირდაპირ ეთერში ზის და ურცხვად აცხადებს – “ მე რომ მაკრიტიკებენ, ეს ეკლესიის ლანძღვააო “ ‼️

ასეთები იყვნენ 1992 წელს კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობის აღსანიშნავად სუფრებს რომ შლიდნენ ‼️

უდიდესი წმინდანები , წმინდა მამები , პატრიარქები არ აიგივებდნენ თავს ეკლესიის სახელთან და ეს “ ქვაბავაზაკი “ იმდენად თავხედია , რომ თავისი თავი ეკლესია გონია ‼️

შპს “ ბუნაგი “ ( სახელს დააკვირდით ) გახსნა , ეკლესიის კუთვნილი მიწები მიითვისა , პროფილაქტიკები და კაფეები გახსნა – საკუთარ ოჯახზე გადააფორმა , მაფიოზური – კრიმინალური დაჯგუფება შექმნა , საპატრიარქო ტერორში მოაქცია და ამის გამო თუ გამაკრიტიკებთ ეს ეკლესიის ლანძღვა იქნებაო ‼️

თავად ემსახურება ანტიქრისტეს , ყველაფერს აკეთებს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის , ინკვიზიციის დროინდელ კარდინალს დაემსგავსა და იმდენად გათავხედდა რომ – “ ეკლესია მე ვარო “ გაიძახის ‼️

სწორედ ასეთი “ ქვაბავაზაკებისგან “ დახსნა არის ეკლესიის და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სიყვარული , ნამდვილი ქრისტიანობა , მამულისშვილობა და არა სატანის მოციქული მაფიოზი – კრიმინალის მორჩილება ‼️

დიდი დავით აღმაშენებელი “ ქუსლებს აჭრიდა “ ანაფორას ამოფარებულ ავაზაკებს და ალბათ მაშინ რომ ეცხოვრა მოქალაქე ჯაღმაიძეს დავით მეფეც ეკლესიის მტერი იქნებოდა მისთვის ‼️

« ГРАЖДАНИН « ანუ მოქალაქე ჯაღმაიძე – შეიგნე რომ არ ხარ არც ეკლესია და არც ღვთისმსახური , ხოლო ეს უსაზღვრო პატივმოყვარეობა თუ ვერცხლის სიყვარული ყველაზე დიდი ცოდვაა ‼️

თავის დროზე დიდმა ზვიად გამსახურდიამ “ ქვაბავაზაკი “ უწოდა შენს მსგავსებს და ეს ლექსიც სწორედ შენნაირებს მიუძღვნა ??? ——

“ ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.

შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.

იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.

ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.

აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.

ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.

შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.

ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.

ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.

წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.” ???

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved