• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, 2012-ში ახალმა მთავრობამ ბიზნესში წილების დათმობა და ქვეყნის დატოვება მომთხოვა” – დავით კეზერაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:39 04-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,360

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუსას განაცხადა:

,,სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ – სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები.

***

პირველი კონტაქტი, კონტაქტს ვერც დავარქმევ, პირველი შემოთვლა ოცნების პარტიიდან ჯერ კიდევ მაშინ, ეს არჩევნებამდე იყო, დაახლოებით 10 დღით ადრე. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, ვისგან მოდიოდა ან ვისგან არ მოდიოდა, თუ თვითნებურად იყო ეს, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთ-ერთმა მასთან დაახლოებულმა პირმა შემომითვალა, რომ არჩევნების შემდეგ, მე მომიწევდა ქვეყნიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად დამიჭერდნენ. პირველად, როცა ეს გავიგე, სერიოზულად არ აღმიქვამს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა არჩევნები რომ მორჩა და მათ გაიმარჯვეს, ეს შემოთვლები, ასე ვთქვათ, გახშირდა და მიიღო უფრო სერიოზული სახე. და მე 7 ოქტომბერს მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან. ამის შემდეგ, იყო კი რამდენიმე კონტაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა. თუმცა, მასთან დაახლოებული ადამიანები, მე სახელებს და გვარებს ახლა არ ვიტყვი განგებ, ზოგი ახლაც არის, ზოგი აღარ არის ბიძინა ივანიშვილთან. გამოდიოდნენ ხაზზე, ჩემი პარტნიორების მეშვეობით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც მე დამიკავშირდნენ ჩემი პარტნიორები და თქვეს, რომ მთავრობის მოთხოვნაა, დავტოვო ბიზნესები საქართველოში ყველა, გადავცე და დავთმო წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა. ცოტა ვიფიქრე ამაზე, ვიმსჯელე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყო სწორი. სწორი იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პარნიორებისთვის, რადგან მათაც შეექმნებოდათ პრობლემა. მე გადავეცი ჩემი ინტერესები საქართველოში ამ ადამიანებს და ამის შემდეგ, მივიღე კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ჩავრეულიყავი არც ერთი ფორმით ქართულ პოლიტიკაში, რაზეც მე ვთქვი, რომ ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, 2008 წლიდან წასული ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია.”

თეგები: დავით კეზერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved