როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იესო ქრისტემ ფეხით მოიარა მრავალი მხარე და მრევლიც ფეხით მიჰყვებოდა, ამიტომ ვისაც ლოცვა ტაძარში უნდა, ის ფეხითაც ივლის.
„უფალმა იესო ქრისტემ მრავალი მხარე ფეხით მოიარა, რისთვისაც ასობით კილომეტრის გავლა მოუწია. მრევლიც მასთან ერთად ფეხით დადიოდა. დღეს დილით მეც ფეხით მივედი ტაძარში, ვისაც ლოცვა ტაძარში უნდა და არა სახლში, შეუძლიათ იარონ“
დეკანოზმა ასევე თქვა, რომ ლოცვისას ყველა დიაკონს ეკეთა პირბადე, მათ შორის მასაც და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
პრაიმტაიმი
კომენტარები