• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანუ დავწერთ დასკვნას და დავიშალეთ?” – ინგა გრიგოლია და ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
22:52 03-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,345

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, გადაცემაში რეაქცია, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–თქვენ იცნობთ ნიკა გვარამიას საქმეს, ცოტა გასაოცარია ჩემთვის, როცა მეუბნებით, მე ამას ვერ ვიტყვი, ნიკა გვარამიას საქმეს ხომ იცნობთ? როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას საქმეს იცნობდეთ როგორც იურისტი, როგორც სახალხო დამცველი, როგორც ადამიანი და იქ თქვათ, რომ ნიკა გვარამია არ არის პოლიტპატიმარი.

ლევან იოსელიანი:

–ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა გამოხატული, პოზიცია გადმოცემულია და მე ამ დასკვნას ვიღებ და ამ დასკვნას ვეთანხმები.

ინგა გრიგოლია:

–წეღან სააკაშვილზე რომ გეკითხებოდით… ჩვენ ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, გამოუშვეს ავადმყოფობის მიზეზებით, ადამიანი, რომელიც მარტის აქციების შემდეგ, რადიკალების აქციების მონაწილე იყო, ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა. ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინა ჟურნალისტზე და ეს კაცი ავადააო და ამიტომ გამოუშვეს და სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდნეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის თუ არა იმის საფუძველი, რომ შესრულდეს რეკომენდაციები თუნდაც, საერთაშორისო ტრიბუნიდან გავრელებული, ჰუმანიტარული მისიით მისი გადაყვანა უცხოეთში, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, აქ ალბათ, სახალხო დამცველის აქტიური ბრძოლა იქნება საჭირო. მხარეების თანხმობაო, რომ თქვით, პირდაპირ გეტყვით ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ამიტომ, ცოტა ბუნდოვანი იყო თქვენი პასუხი, თუ არ იქნება იმათი თანხმობა, ანუ დავწერთ დასკვნას და დავიშალეთ? თუ როგორ ხდება?

ლევან იოსელიანი:

–კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველს აქვს მანდატი, რომელიც არის რაღაც ჩარჩოში მოქცეული, მას არ შეუძლია ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, ყველაფრის შეფასება, არ აქვს ბერკეტი, რომ ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს ძალიან მარტივი ამბავია. უნდა გამოვიყენოთ ევროპული მიდგომა, ყოფილი პრეზიდენტები იქნებიან თუ ლიდერები, მათ მიმართ ყველაზე მძიმე ზომა, პატიმრობა, არ არის ყოველთვის გამოყენებული და პრაქტიკა არის, რომ სხვა ფორმები უფროა გამოყენებული, შინაპატიმრობა, თუ სამაჯური…  ვისურვებდი, ჩვენ ქვეყანაშიც ასეთი მიდგომები იყოს.

 

“მგონი, ყველანი კარგად ხვდებით, რომ ეს საკითხი არის, ხელისუფლების მხრიდან გადასაწყვეტი” – იოსელიანი

თეგები: ინგა გრიგოლიალევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved