• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

34 მლნ-ზე მეტი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან,13 მლნ-ზე მეტი საიდუმლო შესყიდვებიდან

ალია ავტორი - ალია
15:39 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

ამასთან დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა.

“საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან  6,549,941  ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი”, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
ალეკო ხვისტანი და შპს “ელექტრო სერვის მოტაჟის” 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული:

ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჯამში 110,000 ლარი შესწირა.ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი პარტია “ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს “ელექტრო სერვის მონტაჟის” ჩართულობა სახელწიფო შესყიდვებში  კითხვის ნიშნებს აჩენს. TI მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.

თეგები: ვიქტორ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved