• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, პროპაგანდა არ მოგერიოთ“ – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:17 03-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
475

იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობა, იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირი, რომ გემსახუროთ თქვენ, იმისათვის რომ მომავალში თქვენ ემსახუროთ ქვეყანას და ყველამ ერთად ავაშენოთ ევროპული საქართველო – ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის ყრილობაც დღეს შედგა.  სიტყვით გამოსვლისას ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს ნდობა და გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა:

“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ვხედავ მომავალში არამხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, აქტიურად ჩაერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონკრეტულ თანამდებობებზე უნდა იყოთ თქვენ. ასეთივე ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, როცა სხვადასხვა შეკრებაზე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია, რომ შესაძლოა ერთ დღეს წარმოვადგინო ყველაზე მაგარი ევროპული პარტია საქართველოში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა მოგცეთ პირობა თითოეულ თქვენგანს, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ პოლიტიკაში იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი თქვენნაირი ლაღი გინების, ჭკვიანი, ხალისიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები” აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

მისივე თქმით, ენმ-ს მოქმედი ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ პარტიაში მაღალ თანამდებობებზე, ასევე სხვადასხვას მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ორგანიზაციებში სწორედ ახალგაზრდები იყვნენ წარმოდგენილნი.

„ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, პროპაგანდა არ მოგერიოთ. და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ჩემსა და თქვენს შორის ბარიერების გაჩენას და ცხადია ეს უკავშირდება, რომ თურმე პოლიტიკაში არა, თურმე ნაციონალური მოძრობაში არა. არ დაგაჯეროთ არავინ, არ არსებობს მეორე უფრო ძლიერი ევროპული პარტია საქართველოში, როგორიც არის ნაციონალური მოძრობა. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი კი არა, იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც ამ პარტიის დამფუძნებელს, პრეზიდენტ სააკაშვილს და ზოგს მისი სახელის გაგონებაც კი ეშინია და სწორად ეშინია. პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა იყო მეტი ახალგაზრდა ხელისუფლებაში, მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა და ნაციონალური მოძრაობა ამას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა იყოს წარმატებული და ევროპული.”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved